ხვიჩა კვარაცხელიასა და ტაჰას დუეტი

ფეხბურთელმა რეპერთან ერთად წვეულებაზე „მგზავრებისა” და ტაჰას ერთობლივი სიმღერა „სახლი” შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელია ბაჰრეინთან გატანილი პენალტის შემდეგ

უკვე ცნობილია, რომ „მგზავრების” ბოლო ნამუშევარი „სახლი”, რომელშიც რეპერი ტაჰაც მონაწილეობს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთ საყვარელ სიმღერად იქცა. ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს „პარკ დე პრენსზე” სწორედ ამ სიმღერის ფონზე დახვდნენ. მანამდე კი კვარაცხელიამ კომპოზიცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გამოიყენა.

ამჯერად კი ფეხბურთელმა მისი შესრულება გადაწყვიტა და ეროვნული ნაკრების წვეულებაზე „სახლი” ტაჰასთან ერთად იმღერა. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტაჰას პარტია ზეპირად იცის და მისამღერის შემდეგ მასთან ერთად რეპავს. საღამოზე ასევე გაჟღერდა ტაჰას მიერ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებისთვის შექმნილი ოფიციალური სიმღერა „ჩვენ აქ ვართ” და Mamaflex-ის Lady-ს ვერსია.

ეროვნული ნაკრების წვეულება სანაკრებო პაუზის ორ ამხანაგურ მატჩს მოჰყვა. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან ანგარიში ფრედ (1:1), ხოლო ბაჰრეინთან მოგებით (2:0) დაასრულა. 5 ივნისის მატჩზე ხვიჩა კვარაცხელია უკვე ოფიციალურად ნაკრების ახალი კაპიტნის რანგში წარდგა მას შემდეგ, რაც 2 ივნისს, საქართველო-რუმინეთის თამაშზე, გურამ კაშიამ გამოსამშვიდობებელი თამაში ჩაატარა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დაჩი ბაბუნაშვილი – მუსიკაზე, თავისუფლებასა და საკუთარი ხმის ძიებაზე

შემდეგი სტატია

Skrillex-ის ახალი ალბომის მთავარი ტრეკი ქართველ არტისტთან კოლაბორაციაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი