ანა ჟორდანიას ქართული ჯაზ-ალბომის პრეზენტაცია

ალბომი 10 ივნისს გამოვა და სამნაწილიანი პროექტის პირველი სერია იქნება (Volume 1).
ანა ჟორდანიას ქართული ჯაზ-ალბომი
ანა ჟორდანიას ქართული ჯაზ-ალბომი

ანა ჟორდანიას უახლესი ქართული ჯაზ-ალბომის ოფიციალური პრეზენტაცია 7 ივნისს, თბილისურ ეზოში – „ლადო ბაი ვალიკოს“ (L’ado By Valiko Mainsion) ახალ სივრცეში გაიმართება, სადაც მსმენელს შესაძლებლობა ექნება, კომპოზიციები ცოცხლად მოისმინოს. ფართო აუდიტორიისთვის კი ალბომი მუსიკალურ პლატფორმებზე 10 ივნისიდან გახდება ხელმისაწვდომი.

ნამუშევარი მრავალმხრივი მუსიკალური ექსპერიმენტია, რომლის იდეაზე, სირთულეებსა და შემოქმედებით პროცესზე თავად ანა ჟორდანია საუბრობს:

„ჩემი მთავარი მიზანია, ხაზი გავუსვა ჩემს, როგორც ჯაზმენის შემოქმედებით ხედვას და ქართული სიმღერები ისეთი ჯაზური მანერითა და ინსტრუმენტული გადაწყვეტებით შევასრულო, რომ უცხოელმა მსმენელმა მათი მოსმენისას არ თქვას – „რა კარგი ქართული სიმღერაა“, არამედ თქვას – „როგორი მაღალი დონის ჯაზია, როგორ ბუნებრივად უხდება ქართული ენა ჯაზს“.

როგორც თავად არტისტი ამბობს, ალბომი „ლენო რექორდსში“ ჩაიწერა და მასში არაერთი გამორჩეული მუსიკოსი მონაწილეობს. პროექტზე იმუშავეს პაპუნა შარიქაძემ (კლავიში), ლევან დეისაძემ (ბასი) და ზაზა ცერცვაძემ (დასარტყამი ინსტრუმენტები). ორ კომპოზიციაში მონაწილეობს საქსოფონისტი კახი ჯაგაშვილი, ერთ სიმღერაში – ანსამბლი „ჰერიო“ და ჩასაბერი ინსტრუმენტების ჯგუფი, ხოლო კიდევ ერთ კომპოზიციაში – ანა ჟორდანიას აკადემიის მოსწავლეები. ალბომში შესულია ერთი საავტორო სიმღერაც.

„ალბომზე მუშაობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო. ყველაზე მეტად პროგრამის შერჩევა გამიჭირდა. მინდოდა, შემერჩია არა უკვე არაერთხელ შესრულებული და ყველასთვის ცნობილი კომპოზიციები, არამედ შედარებით ნაკლებად ცნობილი ქართული სიმღერები. ამასთან, მინდოდა, თითოეული ტრეკი ერთმანეთისგან განსხვავებული და საკუთარი სათქმელის მქონე ყოფილიყო. სწორედ ეს ძიება აღმოჩნდა მთელი პროცესის ყველაზე რთული ნაწილი. მეორე მხრივ, უდიდესი ბედნიერებაა ასეთ მაღალი დონის მუსიკოსებთან თანამშრომლობა. მათ ძალიან სწრაფად აითვისეს მასალა და ზუსტად ისე შეასრულეს, როგორც მე ვხედავდი.”

საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული რელიზი (Volume 1) მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი მუსიკალური ტრილოგიისა, რომელსაც ანა ჟორდანია მსმენელს მომავალში ჰპირდება.  დაელოდეთ ანა ჟორდანიას ქართული ჯაზ-ალბომის გამოსვლას, სადაც ქართული ენისა და ნამდვილი ჯაზის ორიგინალური სინთეზი ქართულ მელოდიებს ახალი პერსპექტივით აცოცხლებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Skrillex-ის ახალი ალბომის მთავარი ტრეკი ქართველ არტისტთან კოლაბორაციაა

შემდეგი სტატია

გრემიზე ნომინირებული ტალ მაშიახისა და ქართველი ჯაზმუსიკოსის, ხონძის ერთობლივი სიმღერა – Ajaruli

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი