გრემიზე ნომინირებული ტალ მაშიახისა და ქართველი ჯაზმუსიკოსის, ხონძის ერთობლივი სიმღერა – Ajaruli

საქართველოთი შთაგონებული მუსიკალური დიალოგი

გრემიზე ნომინირებული გიტარისტისა და ბასისტის, ტალ მაშიახის ახალი სინგლი Ajaruli 5 ივნისს გამოვიდა. კომპოზიცია მისი მომავალი ალბომის, Who’s Around?-ის ნაწილია, რომელიც 26 ივნისს Anzic Records-ის ლეიბლის საშუალებით გამოიცემა. ეს კოლაბორაცია კულტურული დიალოგის შედეგია, რომელიც ტალ მაშიახის საქართველოში მოგზაურობითა და ქართველ მუსიკოს ხონძისთან მეგობრობით არის შთაგონებული.

კომპოზიცია ტალ მაშიახის საქართველოში სტუმრობის დროს, უშუალოდ ხონძის გარემოცვაში ყოფნისას დაიწერა.  პირველადი ვერსიის მოსმენის შემდეგ ხონძიმ შენიშნა, რომ მუსიკაში აშკარად იგრძნობოდა აჭარული რიტმების გავლენა. სწორედ ამის შემდეგ დაწერა ტექსტი, რომელიც ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერის თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ქართულ ენაზე შესრულებული Ajaruli თანამედროვე ჯაზურ ჟღერადობასა და ქართული მუსიკალური ტრადიციის ელემენტებს აერთიანებს.

ტალ მაშიახი კომპოზიციაში გიტარასა და კონტრაბასზე უკრავს, ხონძი კი ვოკალსა და საქსოფონს ასრულებს. ჩანაწერში ასევე მონაწილეობენ ოფრი ნეჰემია (დრამი) და ელიბო იმერლიშვილი (დოლი).

ტალ მაშიახი – მუსიკოსი:

„ხონძის გაცნობიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩვენი პირველი კონცერტი გაიმართა, ორივესთვის ეს პირველი გამოსვლა იყო ნიუ-იორკში. მას შემდეგ ჩვენ შორის ღრმა მუსიკალური და პირადი მეგობრობა ჩამოყალიბდა. ხონძი ჩემი ბენდის, TM Street Band-ის წევრია, მე კი მისი ბენდის წევრი ვარ და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობა ორივესთვის შთაგონების წყაროდ რჩება.

საბოლოოდ საქართველოში ჩამოვფრინდი, რათა სამი კვირა მასთან, მის ოჯახსა და მეგობრებთან ერთად გამეტარებინა. სწორედ აქ დავწერე კომპოზიცია Ajaruli.”

მოისმინეთ Ajaruli, რომელიც ქართველი მსმენელისთვის ნაცნობ მელოდიებს ახალ კონტექსტში აცოცხლებს და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ენისა და ფოლკლორის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანა ჟორდანიას ქართული ჯაზ-ალბომი

ანა ჟორდანიას ქართული ჯაზ-ალბომის პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა დაქორწინება მეორედ, სიცილიაში აღნიშნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი