Skrillex-ის ახალი ალბომის მთავარი ტრეკი ქართველ არტისტთან კოლაბორაციაა

ალბომის სახელწოდების ტრეკი – Soma მუსიკალურ პლატფორმებზე 5 ივნისს გამოქვეყნდა.
Skrillex, Nitepunk

Skrillex-მა თავისი ახალი ალბომი გამოსცა, რომლის გამხსნელი ტრეკი ქართველ მუსიკოსთან – Nitepunk-თან (ლაშა მამულაშვილი) კოლაბორაციით ჩაიწერა. Skrillex-ის ალბომს სწორედ ამ ტრეკის ერთი და იგივე სახელი – Soma ჰქვია და ის მუსიკალურ პლატფორმებზე 5 ივნისს გამოქვეყნდა.

ლაშა მამულაშვილმა, რომელსაც დღეს ელექტრონული მუსიკის მსმენელი Nitepunk-ის სახელით იცნობს, მუსიკალური კარიერა საქართველოში ჯერ კიდევ 2010-იან წლებში დაიწყო. 2015 წელს არტისტი შეერთებულ შტატებში გადავიდა და ამჟამად მსოფლიო Dance Music სცენის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს რაციონალურად ვუდგებოდი, როცა 2015 წელს შეერთებულ შტატებში ჩავედი, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. ჩადიხარ დიდ ქვეყანაში, სადაც არავინ ხარ, დამოუკიდებლად უნდა იცხოვრო,” – აღნიშნა Nitepunk-მა Billboard Georgia-სთან 2023 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.

Nitepunk არაერთ ცნობილ ფესტივალზე გამოსულა, მათ შორის ერთ-ერთი იყო  ცნობილი საკრუიზო ფესტივალი, სახელწოდებით Friendship, სადაც ერთ-ერთი ჰედლაინერი სწორედ Skrillex იყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხვიჩა კვარაცხელიასა და ტაჰას დუეტი

შემდეგი სტატია

ანა ჟორდანიას ქართული ჯაზ-ალბომი

ანა ჟორდანიას ქართული ჯაზ-ალბომის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი