გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიხთან ერთად 2027 წლის Le Piano Symphonique-ის გახსნაზე წარდგება

პროგრამა რობერტ შუმანის შემოქმედებას ეთმობა.
მარტა არგერიხი და გიორგი გიგაშვილი

2027 წლის 11 იანვარს ლუცერნის კულტურისა და კონგრესების ცენტრში პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალი – Le Piano Symphonique ჩატარდება. ფესტივალს საზეიმოდ გახსნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ლეგენდარული თანამედროვე პიანისტი მარტა არგერიხი. 

გახსნის საღამოზე მარტა არგერიხთან ერთად გიორგი გიგაშვილიც წარდგება. 

„მოკლედ! დიდად არც მჯერა ამას რომ ვწერ. 11 იანვარს ლუცერნში ჩემი ოცნება ხდება! კონცერტი მარტას და ჩემი მონაწილეობით,” – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში. 

კონცერტზე მარტა არგერიხს აკომპანირებას გაუწევს ლუცერნის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც პირველი კონცერტმაისტერი გრეგორი ასი უხელმძღვანელებს. გიორგი გიგაშვილთან ერთად სცენაზე ახალგაზრდა პიანისტი ტიანიაო ლიუც წარდგება. 

გახსნის საღამოს პროგრამა მთლიანად რობერტ შუმანის შემოქმედებას ეთმობა. საღამოზე შესრულდება კომპოზიტორის საკონცერტო რეპერტუარის სამი ცნობილი ნაწარმოები: საკონცერტო პიესა ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის სოლ მაჟორში, თხზ. 92, საკონცერტო ალეგრო ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის რე მინორში, თხზ. 134 და კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის ლა მინორში, თხზ. 54. 

აღსანიშნავია, რომ მარტა არგერიხი 2020 წელს ქართველი მსმენელის წინაშე წინანდლის ფესტივალზე  წარდგა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა დაქორწინება მეორედ, სიცილიაში აღნიშნეს

შემდეგი სტატია

Saphileaum-ის ახალი ალბომი – Heavenly Hills ავსტრალიურ ლეიბლზე გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი