Saphileaum-ის ახალი ალბომი – Heavenly Hills ავსტრალიურ ლეიბლზე გამოიცა

ალბომში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიცია, სახელწოდებით – Alarko (კოსმოსური არწივი) არტისტმა თავის ბაბუას, ცნობილ მომღერალ თემურ წიკლაურს მიუძღვნა.
Saphileaum – Heavenly Hills

ქართველი არტისტი Saphileaum (ანდრო გოგიბედაშვილი) ახალ ალბომს წარადგენს. პროექტის სახელწოდებაა Heavenly Hills და ის ავსტრალიურმა ლეიბლმა, Good Morning Tapes-მა ფირფიტაზე გამოსცა.

Heavenly Hills არის  New Age და Trip Hop ელემენტებით ინსპირირებული ალბომი.

როგორც არტისტი Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს, ალბომში შემავალი ტრეკები ჰიმალაებში მდებარე შამბალას მისტიური სამეფოს შთაგონებით დაიწერა.

Saphileaum: 

„მუსიკის წერისას, გონებაში ყოველთვის ამ ადგილის სურათი მქონდა, მასზე ბევრს ვკითხულობდი და ვიკვლევდი. ეს ალბომი ერთგვარი თამაში და ცეკვაა მის ენერგიასთან და ჩემს სამყაროში მის არსებობასთან. Alarko (კოსმოსური არწივი) ეძღვნება ბაბუაჩემს – თემურ წიკლაურს, მთელი ალბომი კი ეძღვნება საქართველოს“.

ალბომში შესულია 5 კომპოზიცია. მასტერინგი კრიკორ კოუჩიანს ეკუთვნის, რომელიც პარიზში დაფუძნებული არტისტია. ნამუშევრის დისტრიბუციაზე ინგლისური კომპანია Boomkat ზრუნავს.

უახლოეს მომავალში Saphileaum კალიფორნიაში კიდევ ერთი ალბომის გამოცემას გეგმავს, წლის ბოლომდე კი მორიგ ნამუშევარს კასეტაზე გამოუშვებს.

„ასევე, წელს თემურ წიკლაურის 80 წლის იუბილეა და ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ, ექსკლუზიური ფირფიტა და კომპაქტ-დისკები გამოვუშვათ. ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში დეტალურად გაგიზიარებთ.”– Saphileaum.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიხთან ერთად 2027 წლის Le Piano Symphonique-ის გახსნაზე წარდგება

შემდეგი სტატია

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Billboard სპორტისა და მუსიკის გლობალური გარეკანების სერიას უშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი