კანიე უესტმა Gemini Season-ის ვიდეოკლიპი გამოსცა, რომელშიც მისი მეუღლე ბიანკა სენსორი მონაწილეობს

8 ივნისს რეპერს 49 წელი შეუსრულდა.
Gemini Season
KANYE WEST/YOUTUBE

კანიე უესტი 49 წლის გახდა. დაბადების დღეზე კი მან ფანებს საჩუქარი გაუკეთა და Gemini Season ვიდეოკლიპთან ერთად გამოსცა, რომელშიც მისი მეუღლე ბიანკა სენსორი მონაწილეობს. 

კომპოზიცია უფრო მეტად რაღაცის ტრეილერს ჰგავს, ვიდრე სრულყოფილ ნამუშევარს. კანიე მელოდიურ შესრულებას მიმართავს სასულე ინსტრუმენტების ფონზე, დასარტყამი ინსტრუმენტების გარეშე, ტექსტში კი ღიად გამოხატავს ვნებიან სურვილებს. 

ვიდეოს რეჟისორი და მთავარი გმირი ბიანკა სენსორია, რომელსაც თეთრი, გამომწვევი სამოსი აცვია. სტატიკურ კადრში ის სკამზე ზის ძროხის წინ, შემდეგ კი ტრიალდება და მის მოწველას იწყებს. სცენა მთიანი პეიზაჟის ფონზე ვითარდება, სადაც ხელოვნური ღრუბლები მოძრაობენ. ვიდეო მოგვაგონებს Bound 2-ის კლიპს უესტის Yeezus ეპოქიდან. ბოლოს კი კადრში თავად რეპერი ჩნდება, რომელიც მეუღლეს ბოთლიდან მისსავე მიწოდებულ რძეს ასმევს.

როგორც ჩანს, კანიესგან კიდევ ახალ მუსიკას უნდა ველოდოთ. კლიპის აღწერაში მითითებულია, რომ 19 ივნისს რეპერი BULLY-ს დელუქს ვერსიის გამოცემას გეგმავს. 

BULLY-ს თავდაპირველი ვერსია 28 მარტს გამოვიდა და Billboard 200-ის მეორე პოზიცია დაიკავა. 

რეპერს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა ბიანკა სენსორიმ, რომელმაც ინსტაგრამზე მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „დაბადების დღეს გილოცავ. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.”

კანიე ამჟამად ტურნეში იმყოფება. ამსტერდამის შოუების შემდეგ, 12 ივნისს ის კონცერტს საქართველოში გამართავს, რის შემდეგაც აშშ-ში დაბრუნდება და მსმენელის წინაშე ფლორიდაში 16 და 28 ივნისს წარდგება. 

ნახეთ Gemini Season-ის ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Billboard სპორტისა და მუსიკის გლობალური გარეკანების სერიას უშვებს

შემდეგი სტატია

მადონას CONFESSIONS II – The Film უკვე ხელმისაწვდომია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი