მადონას CONFESSIONS II – The Film უკვე ხელმისაწვდომია

პროექტს Tribeca Festival-ზე ფეხზე მდგომი ოვაციები მოჰყვა.
მადონა
RAFAEL PAVAROTTI

მადონას CONFESSIONS II –The Film-ის Tribeca Festival-ზე პრემიერის შემდეგ პროექტი ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომია. 10-წუთიანი ფილმი უკვე „იუთუბზე” დევს და მაყურებელს სთავაზობს კინემატოგრაფიულ გამოცდილებას, რომელიც თან ახლავს პოპის დედოფლის ალბომ Confessions II-ს. ალბომი 3 ივლისს გამოდის.

ფილმი ასახავს ღამის კლუბში ცეკვისას განცდილ სპონტანურობას, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიუჟეტი ექვსი სიმღერის მეშვეობით ვითარდება და თითოეული მათგანი ამბის განსხვავებულ თავს წარმოადგენს. ეს სიმღერებია: I Feel So Free, Good for the Soul, One Step Away, Bring Your Love, Danceteria და Read My Lips.

I Feel So Free ალბომის პირველი სინგლია, რომელიც აპრილში გამოვიდა და მომღერალი „ბილბორდის” ოთხ ჩარტში დააბრუნა. 

ვიდეო მოიცავს ორ ძირითად კოლაბორაციას – საბრინა კარპენტერი სიმღერაში Bring Your Love და კოლუმბიელი არტისტი Feid სიმღერაში Read My Lips – და ნაცნობ სახეებს, რომლებიც მადონას ამ სიზმრისეულ მოგზაურობაში ახლავს თან. ესენი არიან პოპკულტურის ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სახეები: კეიტ მოსი, დები მაზარი, ჯულია გარნერი, ბენედიქტ კამბერბეჩი. ბოლო სცენაში ასევე ჩნდება მომღერლის 29 წლის ქალიშვილი ლურდეს ლეონიც, რომელიც კამერაში რამდენიმე სიტყვას ამბობს. 

ფილმმა Tribeca Festival-ზე ფეხზე მდგომი ოვაციები დაიმსახურა.

ნახეთ CONFESSIONS II – The Film:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტმა Gemini Season-ის ვიდეოკლიპი გამოსცა, რომელშიც მისი მეუღლე ბიანკა სენსორი მონაწილეობს

შემდეგი სტატია

თბილისი პიანო ფესტი 2026 იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი