„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
„არავინ არ ჩანს“
Parachute Films

კინოკომპანია „პარაშუტ ფილმსი“ კინოთეატრ „ამირანში“ რეჟისორ კოტე კალანდაძის ახალი დოკუმენტური ფილმის, „არავინ არ ჩანს“ ჩვენებებს იწყებს. საქართველოს და საფრანგეთის ერთობლივი ფილმის ნახვა ქართულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრების თანხლებით იქნება შესაძლებელი. 

„არავინ არ ჩანს“ სოციალურად აქტუალურ და მტკივნეულ თემას ეხება. დოკუმენტური ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს. ეს პროგრამა მას გარკვეულ ყოველდღიურ რუტინას სთავაზობს, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელების იმედს თითქმის არ უტოვებს. გაუსაძლისი მარტოობისა და ნარკოდამოკიდებულების მძიმე ტვირთის მიუხედავად, მთავარი გმირი მაინც არ კარგავს იმედს და კვლავ სრულფასოვან, თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნებობს.

ფილმის პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარი ევროკავშირის ადამიანის უფლებების ჯილდოს მფლობელი გახდა.

ფილმის პირველი საჯარო ჩვენება 8 ივნისს, DOCA-ს კინოკლუბის ფარგლებში უკვე ჩატარდა, სადაც დისკუსიას კინომცოდნე და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თეო ხატიაშვილი უძღვებოდა. შემდეგი კონოსეანსები 13 და 14 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება. შაბათს, 13 ივნისს, ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება შედგება, რომლის მოდერატორიც მსახიობი თინა ლაღიძე იქნება. დისკუსია ასევე დაგეგმილია 14 ივნისის ჩვენების შემდეგ. 

კინოჩვენებებზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

შემდეგი სტატია

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი