ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია…” – ბაჩო ჯიქიძე
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური არტისტი ბაჩო ჯიქიძე ბენდთან ერთად ახალ მუსიკალურ ნამუშევარს აქვეყნებს. კომპოზიცია „სიჩუმის ჭიდან” იმ მუსიკალური მასალის ნაწილია, რომელიც თავდაპირველად ახალი ალბომისთვის იქმნებოდა, თუმცა საბოლოოდ სინგლის სახით გამოქვეყნდა.

ბაჩო ჯიქიძე – მუსიკოსი

„სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო იმ გაფანტული ფრაგმენტების შეკვრა ვერ შევძელი, რასაც ალბომი უნდა შეექმნა. საბოლოოდ გადავწყვიტე, მისი ნამსხვრევები სინგლების სახით გამომექვეყნებინა. უახლოეს მომავალში ბენდთან ერთად ახალ ჩანაწერებსაც გავაკეთებთ და გადავწყვეტთ, რა ფორმით გავუზიარებთ მათ მსმენელს,“

არტისტის შემოქმედება ერთგვარი სოციალური სარკეა, ყოფითი, ხშირად ალეგორიული ტექსტებით, რომლებიც ზუსტად ირეკლავს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობას, ტკივილებსა და ფარულ შფოთვებს. „სიჩუმის ჭიდან“ მრავალგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელი მასში მარტივად ამოიკითხავს ნაცნობ სოციალურ ნიუანსებს, ავტორი საკუთარი შემოქმედების ჩარჩოებში მოქცევას და მზა ფორმულების შეთავაზებას ერიდება. 

„არ მიყვარს ჩემი სიმღერების ახსნა. მინდა, ყველამ ისე მოისმინოს და გაიგოს, როგორც თავად იგრძნობს. თუ მე წინასწარ ავუხსნი, რას ნიშნავს და რატომ დაიწერა, მსმენელს აღქმის თავისუფლებას შევუზღუდავ. შეიძლება ეს სიმღერა არაფერს ნიშნავდეს, ან, პირიქით, ჩემთვის იმაზე მეტს ამბობდეს, ვიდრე თავად წარმომიდგენია,“ –  ამბობს მუსიკოსი.

ახალი სინგლი ბაჩო ჯიქიძემ ბენდთან ერთად ჩაწერა, ბექ-ვოკალი ლადო გიგაიამ შეასრულა, გიტარა ავთანდილ ირემაშვილს ეკუთვნის, ხოლო ბას-გიტარაზე ბექა ჩხარტიშვილი უკრავს. ჩანაწერის შექმნაში მონაწილეობდნენ ასევე გიორგი კობერიძე და დათა წერეთელი.

ახალი სინგლიის მიქსინგზე ლაშა ჩხაპელიამ იმუშავა, თუმცა მისი მონაწილეობა მხოლოდ ტექნიკური მხარით არ შემოფარგლულა. მუსიკოსის თქმით, ლაშა აქტიურად იყო ჩართული არანჟირების დეტალებშიც და სიმღერის საბოლოო ჟღერადობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

თუ ვინმეს დააინტერესებს, რატომ არ აწერია სიმღერას ბენდის სახელი “ესთეტი ბიჭები”, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ძველ სისტემაზე გადასვლას ვაპირებთ, როცა ბენდს ერთი კონკრეტული სახელი არ ჰქონდა, არამედ ყველა ლაივზე სხვადასხვა და ჩანაწერს რომ მხოლოდ ჩემი სახელი აწერია, არ ნიშნავს, რომ ეს ბენდის პროექტი არაა“. – განმარტავს მუსიკოსი  

მოისმინეთ ბაჩო ჯიქიძის ახალი სიმღერა „სიჩუმის ჭიდან“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Iveria Beach სამდღიან მუსიკალურ ფესტივალს The Black Sea Sidewind Sessions წარმოგიდგენთ

შემდეგი სტატია

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი