Iveria Beach სამდღიან მუსიკალურ ფესტივალს The Black Sea Sidewind Sessions წარმოგიდგენთ

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10-დან 12 ივლისის ჩათვლით ბათუმში, Iveria Beach-ზე გაიმართება

ბათუმში  Iveria Beach-ის ორგანიზებით საერთაშორისო მასშტაბის მუსიკალური ფესტივალი –  The Black Sea Sidewind Sessions, 10-დან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი შავი ზღვის სანაპიროზე ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს.

The Black Sea Sidewind Sessions-ის საფესტივალო პროგრამა მუსიკის მოყვარულებს სამ განსხვავებულ საღამოს ჰპირდება, სადაც აუდიტორიის წინაშე საერთაშორისო და ქართული ელექტრონული სცენის წარმომადგენლები წარდგებიან. ფესტივალზე ასევე დაუკრავენ ბერლინში დაფუძნებული ლეიბლის, Toy Tonics-ის წევრებიც. აღნიშნული ლეიბლი გლობალურ მუსიკალურ ინდუსტრიაში თანამედროვე ჰაუსის, ფანკისა და ნეო-სოულის უნიკალური სინთეზითა და გამორჩეული საცეკვაო ატმოსფეროთია ცნობილი. 

საფესტივალო პროგრამის განრიგი კი ასე გამოიყურება:

10 ივლისი: ფესტივალის პირველ დღეს მუსიკალურ პროგრამას წარადგენენ Vakomey & Haverdi.

11 ივლისი: მსმენელის წინაშე საერთაშორისო არტისტი Moretz (Toy Tonics) და ქართული სცენის წარმომადგენელი Temuriko Diasamidze წარდგებიან.

12 ივლისი: დასკვნითი ღონისძიება Martha Pinel (Toy Tonics) და Bonjourlan.

ღონისძიება მიზნად ისახავს რეგიონში კულტურული ტურიზმის ხელშეწყობასა და ადგილობრივი და საერთაშორისო მუსიკალური სცენების ინტეგრაციას.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

უემბლის სტადიონზე გამართული კონცერტების სერიით, ჰარი სტაილსმა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

შემდეგი სტატია

ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი