The Cave-მა სიმღერა „დაწყნარდი გულოს“ ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა

„დაწყნარდი გულო“ ჩვენი სევდის ჰიმნია და გვიხარია, რომ ახლა ამ ემოციის გაზიარება შეგვიძლია.“ – The Cave
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი
The Cave – ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave-მა სიმღერა „დაწყნარდი გულოს“ ალტერნატიული ვერსია გამოუშვა. ბენდის წევრების თქმით, ეს კომპოზიცია მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის სიმბოლურად ჯგუფის შემოქმედებით გზას ასახავს. 

The Cave, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საბა ბასიაშვილი (ვოკალი), ლადო სოფრომაძე (ბასი), კახა ასლამაზიშვილი (გიტარა) და ნოდო დანდურიშვილი (დრამი), სიმღერის ახლებურ ინტერპრეტაციას მომავალ EP-ში „სეირნი“ აერთიანებს. 

The Cave:

„დაწყნარდი გულოს“ ალტერნატიული ვერსიის გაკეთების სურვილი დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა. ეს სიმღერა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და გვინდოდა, ეს ემოცია მსმენელისთვისაც გაგვეზიარებინა. ამ ნამუშევრის შექმნაში ბენდის თითოეულმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ორიგინალი მუსიკისა და ტექსტის ავტორები ალექსანდრე ბასილაია და მორის ფოცხიშვილი არიან. „დაწყნარდი გულო“ ჩვენი სევდის ჰიმნია და გვიხარია, რომ ახლა ამ ემოციის გაზიარება შეგვიძლია.“

ახლებურ ვერსიაში ლეგენდარულ კომპოზიციას ბენდი საკუთარი მუსიკალური ხედვითა და ალტერნატიული როკის ჟღერადობით აცოცხლებს, რომელიც მსმენელისთვის ყველაზე მეტად ანსამბლ „ივერიის“ რეპერტუარიდან არის ცნობილი. 

„დაწყნარდი გულო“ ოთხი კომპოზიციისგან შემდგარი Ep-ის პირველი ტრეკია, რომელიც, როგორც ბენდის ოფიციალურ YouTube-არხზეა აღნიშნული, ქალაქში სეირნობისას დაბადებული ემოციებით და განცდებით არის შთაგონებული. 

მოისმინეთ The Cave-ის „დაწყნარდი გულო“ 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ იქცა „ოაზისის” Wonderwall მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის საფეხბურთო ნაკრების არაოფიციალურ ჰიმნად

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ჰადსონი 2026 წლის 30 იანვარს, ლოს-ანჯელესში გამართულ MusiCares Person of the Year-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტო: Lester Cohen/Getty Images for The Recording Academy

მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე ჯენიფერ ჰადსონი, ნიკოლ შერზინგერი და სხვა ვარსკვლავები წარდგებიან

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ტომ კრუზიც გამოჩნდება
მეტი
Mechanical Rainbow ფოტო: ნიტა შარიფაშვილი

Mechanical Rainbow-ს ახალი სინგლი PANDORA

„PANDORA ამ ქაოსში დამაბნეველი, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციების ნაკრებია, ხოლო ამ გაურკვევლობის გამორკვევა და ინტერპრეტაცია, სჯობს, ხალხს მივანდოთ.“
მეტი
მაიკლ ჯექსონი და Madonna ლოს ანჯელესი, 1991 წლის 25 მარტი Pierre-Giles Vidoli/WWD

Madonna და მაიკლ ჯექსონი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთად პირველად მოხვდნენ

Madonna-ს ახალი ალბომი CONFESSIONS II Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა და ის საუკეთესო ათეულში მაიკლ ჯექსონის ლეგენდარულ ალბომს, Thriller-ს შეუერთდა, რომელიც ასევე ჩარტის ლიდერთა შორისაა.
მეტი
ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი