როგორ იქცა „ოაზისის” Wonderwall მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის საფეხბურთო ნაკრების არაოფიციალურ ჰიმნად

15 ივლისს შესაძლოა ამ სიმღერამ ყველაზე ხმამაღლა გაიჟღეროს.
ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი და დენ ბერნი ასრულებენ Wonderwall-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნორვეგიასთან გამარჯვების შემდეგ
HEULER ANDREY/EURASIA SPORT IMAGES/GETTY IMAGES

ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ოფიციალური ჰიმნი არ შეუკვეთავს, თუმცა შესაძლოა პასუხი მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალწინ ჰქონდათ. წაუგებელი სერიის თითოეული თამაშის შემდეგ გუნდი საკუთარი გულშემატკივრების ტრიბუნასთან მიდის, სადაც ქომაგები მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკსიმღერით, „ოაზისის” 1995 წლის ჰიტით Wonderwall ეგებებიან.

მას შემდეგ სიმღერის სტრიმებისა და გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ მომენტისთვის Wonderwall „სპოტიფაის” გლობალური ტოპ 50 ჩარტის მეორე პოზიციას იკავებს. მას მხოლოდ ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი Dai Dai უსწრებს, რომელსაც შაკირა და Burna Boy ასრულებენ. ერთი კვირის განმავლობაში სიმღერა 20 პოზიციით წინ წაიწია ბრიტანეთის სინგლების ჩარტში, სადაც შესაძლოა საკუთარი ისტორიული რეკორდიც (მეორე ადგილი) გააუმჯობესოს. 

ტიკტოკსა და ინსტაგრამზე ვირუსულად ვრცელდება ასევე ფანების მიერ ინგლისის ნაკრების ზეიმის ამსახველი ვიდეომონტაჟები. სიმღერის სტრიმები აშშ-შიც კი გაიზარდა და 12 ივლისის მონაცემებით – ინგლისის ნორვეგიაზე გამარჯვებიდან მეორე დღეს – 1.3 მილიონი ოფიციალური სტრიმი შეადგინა, რაც 108%-იანი ზრდაა წინა კვირის 605, 000 სტრიმთან შედარებით.

ტრადიციას საფუძველი მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების პირველ მატჩზე ჩაეყარა – 17 ივნისს, როცა ინგლისმა ჯგუფურ ეტაპზე ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხა. როდესაც დაძაბული თამაშის შემდეგ ფეხბურთელები გულშემატკივრებს მადლობის გადასახდელად მიუახლოვდნენ, სტადიონის დიჯეიმ დინამიკებში Wonderwall ჩართო და ისტორიული მომენტიც დაიბადა: ჰარი კეინისა და ჯუდ ბელინგების გმირული თამაშის შემდეგ გულშემატკივრები მთელი ხმით მღეროდნენ სიმღერის ტექსტს: I don’t believe that anybody feels the way I do about you now (არ მჯერა, რომ ახლა ვინმე შენ მიმართ იმავეს გრძნობს, რასაც მე). ამ მომენტს კეინმა „ინგლისის ნაკრების მაისურით განცდილი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი” უწოდა. 

15 ივლისს კი შესაძლოა ამ სიმღერამ ყველაზე ხმამაღლა გაიჟღეროს, თუ ინგლისი ნახევარფინალში თავის დიდი ხნის მეტოქე არგენტინას დაამარცხებს. გამარჯვების შემთხვევაში ეს ინგლისისთვის 1966 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალი იქნება.

ორ ქვეყანას – როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა – ერთმანეთთან დაძაბული ისტორია აკავშირებთ: დიეგო მარადონას ცნობილი „ღმერთის ხელი” ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ინგლისის წინააღმდეგ არგენტინის გამარჯვებაში 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – იარა, რომელიც ინგლისელებისთვის არასდროს შეხორცებულა. დღემდე მტკივნეული თემაა ასევე დევიდ ბეკჰემის წითელი ბარათი, როცა გუნდები ერთმანეთს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ. გარდა ფეხბურთისა, ქვეყნებს შორის დაძაბულობა არსებობს ფოლკლენდის კუნძულების თემის გარშემოც, რომლებსაც არგენტინელები ლას მალვინასს უწოდებენ. სამხრეთ ანტლანტიკაში მდებარე ეს ტერიტორია 1933 წლიდან ბრიტანეთის კონტროლის ქვეშაა. 1982 წელს ამ საკითხზე ორ ქვეყანას შორის ორთვიანი ომი გამოცხადდა, რომელსაც ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინგლისის წინა საფეხბურთო ჰიმნებისგან განსხვავებით, როგორებიც იყო New Order-ის 1990 წლის დიდი ბრიტანეთის ჩარტების ლიდერი World in Motion და Skinner-ის, Baddiel-ისა და The Lightning Seeds-ის მუდმივად პოპულარული Three Lions (რომელშიც ჟღერს უკვდავი მანტრა It’s coming home), Wonderwall-ის ტექსტს ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა ის აგრძელებს ტრადიციას, რომლის მიხედვითაც კლასიკური ჰიტები გულშემატკივრების არაოფიციალურ ჰიმნებად იქცევა. ამის ერთ-ერთი ბოლო თვალსაჩინო მაგალითია ნილ დაიმონდის Sweet Caroline, რომელიც ინგლისის ნაკრების ფანებს შორის განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს, სადაც ინგლისი ფინალში იტალიასთან დამარცხდა. 

საფეხბურთო ჰიმნად ქცევამდე Wonderwall-ის გზა 1995 წლის მაისში დაიწყო, როცა ის ჯგუფის მეორე ალბომის, (What’s The Story) Morning Glory?-ს ჩაწერის დროს შეიქმნა. სიმღერა მთლიანად ნოელ გალაგერმა დაწერა და მას ლიამ გალაგერი ასრულებს. „სიმღერა წარმოსახვით მეგობარზეა, რომელიც მოვა და შენი საკუთარი თავისგან გიხსნის,” – უთხრა ნოელმა 2002 წელს „ბი-ბი-სის”. მანამდე კი განაცხადა, რომ სიმღერა მის იმდროინდელ პარტიორს, მეგ მეთიუსს ეძღვნებოდა. 

სიმღერა გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა და Billboard Hot 100-ის ჩარტში მე-8 პოზიციას მიაღწია, რაც ჯგუფისთვის ჩარტში დღემდე ყველაზე მაღალი შედეგია. „სპოტიფაის” 2.8 მილიარდი სტრიმით ის ჯგუფის ყველაზე პოპულარული ნამუშავერია. სიმღერა ბენდის ცოცხალ კონცერტებს არასდროს აკლდა და გასაკვირი არ არის, რომ „ოაზისის” დაბრუნების ტურნეზეც ყველაზე გამორჩეულ ნომრად იქცა, რის შემდეგაც მისი ცოცხალი ჩანაწერი სინგლის სახითაც გამოვიდა. 

Wonderwall აგრძელებს ინგლისურ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც გულშემატკივრები ემოციურ სიმღერებს ირჩევენ და მათ ახალ მნიშვნელობას სძენენ. მაგალითად, ლივერპულის ფანები ყოველი მატჩის დაწყებამდე You’ll Never Walk Alone-ს მღერიან, რომელიც როჯერსისა და ჰამერსტაინის მიუზიკლიდან არის აღებული. თავიანთი სიმღერები იპოვეს ასევე მანჩესტერ სიტიმ (Blue Moon) და ვესტ ჰემ იუნაიტედმა (I’m Forever Blowing Bubbles), რომლებითაც ყოველ შაბათ შუადღეს საკუთარ ემოციებს გამოხატავენ.

Wonderwall-ით გამოწვეულ აღფრთოვანებას გამოეხმაურნენ თავად ძმები გალაგერებიც. ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ ნოელმა თქვა: „Wonderwall ხალხს ეკუთვნის და ეს ჯადოსნური მომენტი იყო ფეხბურთელებსა და მათ შორის.” მას შემდეგ, რაც სიმღერა აცტეკას სტადიონზე ინგლისის მექსიკაზე გამარჯვების შემდეგ შესრულდა, მატჩის შემდგომ ინტერვიუში გუნდის კაპიტანი ჰარი კეინი, პირდაპირი მნიშვნელობით, უხმოდ დარჩა. ლიამმა კი სოციალურ ქსელში საპასუხოდ დაწერა: „არ არის მარტივი, როცა ჰარი კეინი Wonderwall-ს მღერის.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Iveria Beach-ზე The Black Sea Sidewind Sessions გრძელდება

შემდეგი სტატია

The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave-მა სიმღერა „დაწყნარდი გულოს“ ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი
NixNoies - GONE © yar_rosenpictures

NixNoies-ის მეორე საავტორო ალბომი – GONE

„საბოლოო ჯამში ამ ალბომზე მუშაობამ უფრო მეტად დამაახლოვა ჩემს თავთან, მამყოფა ეიფორიაში, გამაცინა, მატირა, გამომცადა და შემარიგა იმ ფიქრებთან და წარმოსახვებთან, რომლებსაც გავურბოდი ხოლმე. მივხვდი, რომ უხერხული არაფერია და რომ უკვე ყველაფერი ითქვა.“
მეტი

საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

ტიკტოკზე გამოქვეყნებულ კლიპებში საიმიგრაციო სამსახურის დაკავებების ფონზე ბენიტოს La Mudanza და დრეიკის Hoe Phase ჟღერს.
მეტი