„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.

მუსიკალური ფესტივალი „ზან-ზარი” 2025 წელს ერთდღიანი ფორმატით გაიმართა, წელს კი უფრო მასშტაბური სახით ბრუნდება და მსმენელს ორდღიან დაუვიწყარ მუსიკალურ თავგადასავალს შესთავაზებს.

ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში, ღია ცის ქვეშ ჩატარდება, სადაც სტუმრებს სხვადასხვა ჟღერადობის ქართული ბენდების ცოცხალი შესრულებები, ენერგიული სცენა და მუსიკით სავსე ზაფხულის საღამო ელოდებათ.

25 და 26 ივლისს, 16:00 საათიდან, ფესტივალის სცენას ადგილობრივი შემსრულებლები დაიკავებენ. პროგრამის მთავარ ნაწილს როკბენდები შეადგენენ, თუმცა ფესტივალი სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრსაც აერთიანებს და აუდიტორიას მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. 25 ივლისს მსმენელის წინაშე წარდგებიან: Izmir, Will Kolak, On the Road, Sif, Aguna, Mentality, Mediatori, Kremaster, 26 ივლისს კი სცენას დაიკავებს: არა, კოლექტივი, The Cave, OCD, Dead Lovers’ Disco, Parasite, Ula, Svla და The Heartaches.

ფესტივალ „ზან-ზარის“ მთავარი მიზანი ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერა, ქართული მუსიკის პოპულარიზაცია და ისეთი მუსიკალური სივრცის შექმნაა, სადაც აუდიტორია ახალი ბენდების აღმოჩენას, საყვარელი შემსრულებლების ცოცხლად მოსმენასა და მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების მიღებას შეძლებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

Sky Ain’t The Limit – მუსიკალური საღამო Rolling Stone Rooftop-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი