Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD
Beck – 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.
GILBERT FLORES/BILLBOARD

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი არტისტი Beck ახალ სტუდიურ ალბომს აანონსებს. მუსიკოსმა 15 ივლისს განაცხადა, რომ მისი მე-16 სტუდიური ალბომი –  Ride Lonesome, Capitol Records-ის ლეიბლის მეშვეობით 18 სექტემბერს გამოვა.

ალბომის გამოცემასთან ერთად Beck-მა სინგლი In the Night და მასზე გადაღებული ვიდეორგოლიც წარადგინა.

„ჩემი ახალი ალბომი Ride Lonesome ამ შემოდგომას გამოვა. მასზე მუშაობისთვის კვლავ შევიკრიბეთ ის მუსიკოსები, რომლთან ერთადაც Sea Change, Morning Phase და Mutations ჩავწერე და ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ტურნეში დავდიოდი. ესენი არიან: სმოკ ჰორმელი  (გიტარა), ჯოი ვარონკერი (დრამი), ჯასტინ მელდალ-ჯონსენი (ბას-გიტარა), როჯერ-ჯოზეფ მენინგ უმცროსი (კლავიში) და ჯეისონ ფოლკნერი  (გიტარა). ჩვენ ისევ შევხვდით ჩემს საყვარელ United Studios-ის Room B-ში, ჰოლივუდში.”  – აღნიშნა Beck-მა.

„ათი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს Morning Phase-ზე ვიმუშავეთ სტუდიაში. ამჯერად ვიგრძენით, რომ ჩვენი ურთიერთგაგება და მუსიკალური ქიმია კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს არის ჟღერადობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ნაცნობ მუსიკალურ და ფიზიკურ სივრცეს დავუბრუნდით, ამ პროცესში ახალი ხმები და განსხვავებული ემოციური ჟღერადობაც აღმოვაჩინეთ.“  – ამბობს მუსიკოსი.

აპრილში Beck-მა ალბომის ამავე სახელწოდების სიმღერა Ride Lonesome გამოუშვა, რომელიც მშვიდი, ჩამაფიქრებელი კომპოზიციაა და შინაგანი ტკივილის განცდას ატარებს, ამავე განწყობას აგრძელებს მისი მეორე სინგლიც –  In the Night.

აკუსტიკურ გიტარაზე აგებული, სიმებიანი ინსტრუმენტებითა და დახვეწილი სასულე პარტიებით გაფორმებული ბალადა Beck-ის სევდიან ვოკალზეა აგებული. სიმღერას თან ახლავს რეჟისორ Mikai Karl-ის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გმირი ფრანგი მსახიობი დენი ლავანია. 

ვიდეოში  დენი ლავანი სევდიან პერსონაჟს ასახიერებს, რომელიც  საკუთარ ბედსა და ფიქრებშია ჩაძირული. მინიმალისტური ვიზუალი კი  სიმღერის მელანქოლიურ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

Beck-ის მომავალი ალბომი – Ride Lonesome შემდეგ კომპოზიციებს აერთიანებს: Ride Lonesome, Run Away, In the Night, Failed Words, Bleep, Disappearing Act, For Your Love, Slow Canyon, It Ends Right Here, Falling Through My Hands, If You Don’t Know What Love Is, და Beyond the Light.

ახალი ალბომის მხარდასაჭერად Beck ჩრდილოეთ ამერიკულ ტურნეს, Ride Lonesome Tour-ს გამართავს. ტურნე 16 სექტემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში, „დედოფალ ელისაბედის თეატრში“ დაიწყება და 31 ოქტომბერს ნეშვილში, The Truth-ში დაგეგმილი კონცერტით დასრულდება.

ნახეთ Beck-ის ახალი სინგლის, In the Night-ის  ოფიციალური ვიდეორგოლი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

შემდეგი სტატია

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი