შაკირასა და Burna Boy-ს სიმღერა Dai Dai, რომელიც FIFA World Cup 2026-ის ოფიციალური სიმღერაა, Latin Airplay-ს ჩარტში მე-4 ადგილიდან 1-ელ ადგილზე დაწინაურდა. ამ შედეგით შაკირამ თავის კარიერაში 25-ე პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო Burna Boy ჩარტში პირველად გამოჩნდა, თანაც ლიდერი პოზიციით.
Dai Dai-ს პირველი ადგილით, შაკირამ Latin Airplay-ს 32-წლიან ისტორიაში ქალ არტისტებს შორის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ჩარტის აბსოლუტური ლიდერი 40 ჰიტით ჯეი ბალვინია. Luminate-ის მიხედვით, 10-16 ივლისის მონაცემებით, სიმღერის მსმენელთა რიცხვი შეერთებული შტატების 152 ლათინურ რადიოში 25%-ით გაიზარდა და 7.3 მილიონს მიაღწია.
Dai Dai-სთან ერთად შაკირა ჩარტის სათავეში დაბრუნდა. ბოლოს ის პირველ ადგილზე 2025 წლის იანვარში მოხვდა. მისი სიმღერა Soltera ერთი კვირა იყო ჩარტის ლიდერი. იქამდე იყო ჰიტი, სახელწოდებუთ Loba, რომელმაც ჩარტის ლიდერის სტატუსი 2009 წელს მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ Burna Boy-მ ჩარტში პირველივე გამოჩენისთანავე დაიკავა პირველი ადგილი. ნიგერიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი Billboard-ის რეიტინგში პირველად გამოჩნდა ალბომით – L.I.F.E.: Leaving An Impact For Eternity, რომელიც Reggae Albums-ის ჩარტის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
Billboard-ის ჩარტებში დებიუტის შემდეგ, Dai Dai-მ მსოფლიო მასშტაბით 10 სარეიტინგო სიაში დაიკავა პირველი ადგილი. ამ მიღწევებს კი ახლა უკვე Latin Airplay დაემატა. სიმღერის გლობალური წარმატება 11 ივნისს, მეხიკოში, 2026 წლის FIFA World Cup-ზე დაიწყო.