Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
Tape Visitors
ფოტო: Luis Carbønell

ივლისში ქართულმა ჯგუფმა Tape Visitors მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზე – Mad Cool-ზე დაუკრა. ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ. 2026 წლის Mad Cool ფესტივალი აერთიანებდა ისეთ ჰედლაინერებს, როგორებიც არიან: Foo Fighters, Moby, The War on Drugs, Wolf Alice, Florence + The Machine, Jennie, Lorde, Twenty One Pilots, Kings of Leon, Pixies, Halsey, ნიკ ქეივი ბენდთან ერთად, Pulp, The Black Crowes, დევიდ ბირნი და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

Tape Visitors ფესტივალის სცენაზე 10 ივლისს გამოვიდა. ახლახან ჯგუფი საქართველოში დაბრუნდა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალში მონაწილეობის გამოცდილებაზე ბენდის წევრები Billboard Georgia-ს ესაუბრნენ.

ლიკა სირაძე, Tape Visitors
ფოტო: @luiscarbxnell

ლიკა სირაძე:

„პირველ რიგში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალზე დაკვრა დიდი პასუხისმგებლობა იყო. ამავდროულად, ემოციებით დატვირთულიც, რადგან ძნელია სრულიად უცხო აუდიტორიის აყოლიება და შენი ენერგიისა და ემოციის გადაცემა, მაგრამ ეს მოვახერხეთ და ამის დანახვა დაკვრის მომენტშივე უდიდესი სიამოვნება იყო.”

Tape Visitors არც ისე დიდი ხანია, რაც ქართულ მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ლიკა სირაძე, ნიკა ლაფაჩი, სანდრო მოსაშვილი და სანდრო ფოცხიშვილი. Tape Visitors 2024 წელს AlterVision-ის მუსიკალური კონკურსის Newcomers Tbilisi-ის გამარჯვებული გახდა და იმავე წელს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაუკრა.

ლოკალური ბენდისთვის საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან ფესტივალზე დაკვრა, ცხადია, დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. როგორც ლიკა ამბობს, ყველაზე დიდი გამოცდილება Mad Cool ფესტივალის არტისტისა და მონაწილის პერსპექტივიდან გაცნობა იყო.

ნიკა ლაფაჩი, Tape Visitors
ფოტო: @luiscarbxnell

ნიკა ლაფაჩი: 

„ვნახეთ, ორგანიზატორები როგორ აფასებენ თითოეულ არტისტს და რამხელა ძალისხმევას დებდნენ, რომ როგორც არტისტს, ასევე ფესტივალზე მყოფ ნებისმიერ ადამიანს თავი მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნო”.

საზღვარგარეთ გამართული ტურნეები არტისტებისთვის ხშირად ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა. ადგილობრივი სცენისგან განსხვავებით, უცხოურ აუდიტორიასთან ინტერაქცია მუსიკოსებისგან განსაკუთრებულ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ Mad Cool-ის მსმენელისთვის ჯგუფი უცნობი იყო. ამ პერფორმანსმა Tape Visitors-ისთვის მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა.

სანდრო ფოცხიშვილი, Tape Visitors
ფოტო: @luiscarbxnell

ლიკა სირაძე: 

„აუდიტორიასთან კომუნიკაციაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ალბათ ის იყო, როდესაც ჩვენს ბოლო სიმღერაზე მისამღერამდე ყველა ჩაიკუზა, მისამღერზე ახტნენ და მთელი დარჩენილი სიმღერა ერთობოდნენ, იღიმოდნენ, იცინოდნენ, ცეკვავდნენ. ფესტივალზე ერთი სასაცილო მომენტიც იყო: საპირფარეშოს რიგში ვდგავარ backstage-ში და უცებ ვიაზრებ, რომ ჩემს უკან დგას Interpol-ის ვოკალისტი, რომელსაც ნახევარ საათში მთავარ სცენაზე უნდა დაეკრა. რამდენიმე წუთის შემდეგ მივედი, რა თქმა უნდა, და გავიცანი. სხვათა შორის, ძალიან მეგობრული ადამიანი იყო. ასევე გავიცანით Pixies და Twenty One Pilots.”

მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა არტისტებისთვის არა მხოლოდ გლობალური აუდიტორიის ათვისების, არამედ მნიშვნელოვანი ინდუსტრიული კავშირების დამყარების შესაძლებლობაა. ბენდის წევრების თქმით, Mad Cool-ზე დაკვრა, შეძენილი კონტაქტები და მიღებული შეთავაზებები ქმნის შესაძლებლობას, რომ ბენდი კიდევ ერთხელ დაბრუნდეს ესპანეთში.

სანდრო მოსაშვილი, Tape Visitors
ფოტო: @luiscarbxnell

Tape Visitors ამჟამად აქტიურად წერს ახალ ნამუშევრებს Subor Records-ში. ბენდს უკვე დასრულებული აქვს 2 ტრეკი, რომლებსაც უახლოეს მომავალში გამოუშვებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი