Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN
Snoop Dogg – 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami
Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

„მოიმარაგეთ ჯინი და წვენი“ – სწორედ ასე იწყება Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის შესახებ გავრცელებული ოფიციალური განცხადება. Universal Pictures-მა 21 ივლისს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფილმის პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 2027 წლის 6 აგვისტოს შედგება. 

პრესრელიზში ფილმი შეფასებულია Snoop Dogg-ის (რომლის ნამდვილი სახელიცაა კელვინ ბროდუსი) „საბოლოო და სრულყოფილ ბიოგრაფიულ ფილმად“.

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას  კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.

ფილმი, რომლის სახელწოდებაც იქნება – Snoop, R კატეგორიის რეიტინგში განთავსდება, რაც ფილმებს ასაკობრივი შეზღუდვის დროს ენიჭებათ.

ჯერჯერობით უცნობია, ბიოგრაფიული ნამუშევარი Snoop Dogg-ის მრავალფეროვანი კარიერის კონკრეტულ პერიოდზე გაამახვილებს ყურადღებას თუ მის სრულ ცხოვრებას მოიცავს.

უნდა ითქვას, რომ Universal Pictures-ს მუსიკოსებზე ბიოგრაფიული ფილმების შექმნის წარმატებული გამოცდილება აქვს. სტუდიას ეკუთვნის ისეთი აღიარებული პროექტები, როგორებიცაა N.W.A-ის ბიოგრაფიული ფილმი Straight Outta Compton და ემინემის მონაწილეობით გადაღებული 8 Mile.

Snoop Dogg-მა ფილმთან დაკავშირებულ გეგმებზე პირველად აპრილში, CinemaCon-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაღებები მიმდინარე ზაფხულში დაიწყებოდა. 

„მას შემდეგ, რაც ჩემმა ძმებმა საკუთარი ისტორია Straight Outta Compton-ში გააზიარეს, ახლა ჩემი ჯერია,“ – განუცხადა რეპერმა ლას-ვეგასში აუდიტორიას.

მან ასევე რეჟისორ კრეიგ ბრიუერზე იხუმრა:

„ჩემმა რეჟისორმა კრეიგ ბრიუერმა ჯერ Hustle & Flow-ში გვიჩვენა, თუ რამდენად რთულია აქ ცხოვრება, გასულ წელს კი Song Sung Blue-ში ყველას Sweet Caroline ამღერა.“ 

N.W.A-ისა და ემინემის გარდა, ჰიპ-ჰოპის სხვა ლეგენდების ცხოვრებაზეც არაერთი ფილმია გადაღებული, მათ შორის არიან: 50 Cent, The Notorious B.I.G.- და 2Pac.

54 წლის ასაკშიც კი, Snoop Dogg კვლავ აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ საქმიანობას  და პარალელურად უამრავ სხვა პროექტს ახორციელებს.  17 ივლისს მან Kurupt-თან და DJ Battlecat-თან ერთად ახალი ტრეკი –  Me N the Boyz გამოუშვა.

კარიერის განმავლობაში Billboard Hot 100-ში Snoop Dogg-ის 45 სიმღერა არის შესული. მათ შორისაა ჩარტის პირველ ადგილზე გასული Drop It Like It’s Hot, ასევე კეტი პერისთან ერთად ჩაწერილი ჰიტი California Gurls და Akon-თან კოლაბორაცია – I Wanna Love You, რომლებშიც ის მოწვეული არტისტის სტატუსით მონაწილეობს.

ნახეთ ფილმის ოფიციალური ანონსი, რომელიც რეპერმა Instagram-ზეც გააზიარა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Charli xcx-მა ვენსან კასელის მონაწილეობით ახალი კლიპი Camera გამოუშვა

შემდეგი სტატია

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი