CoComelon პატარა ჯეი-ჯეის (და SZA-ს) დიდ ეკრანზე წარადგენს: ნახეთ ტრეილერი

რეპერი ერთ-ერთ პერსონაჟს გაახმოვანებს ფილმში, რომლის მუსიკალური გაფორმება ჯასტინ ტრენტერს ეკუთვნის.
‘CoComelon:The Movie’
UNIVERSAL PICTURES

SZA CoComelon-ის ფერად სამყაროში მიემგზავრება. შვიდგზის გრემის მფლობელი არტისტი ერთ-ერთ პერსონაჟს გაახმოვანებს CoComelon: The Movie-ში – პოპულარული საბავშვო ფრენჩაიზის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში. DreamWorks Jr.-მა უკვე გამოაქვეყნა პირველი ტრეილერი და მაყურებელს ანიმაციური თავგადასავლის პირველი კადრები გაუზიარა. ფილმი კინოთეატრებში 2027 წლის 19 თებერვალს გამოვა. 

ფილმის მუსიკალური გაფორმება გრემის ნომინანტ კომპოზიტორსა და მუსიკალურ პროდიუსერ ჯასტინ ტრენტერს ეკუთვნის, რომელსაც უმუშავია ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიცაა ჩაპელ როუნი, ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი.

ტრეილერში ვხედავთ ჯეი-ჯეის, რომელიც მეგობრებთან ერთად მის საყვარელ ფუმფულა დათვ ბობას ეძებს. ეს ძიება კი უცნაური მიმართულებით განვითარდება, როცა დაკარგული ნივთების მისტიკური ყუთის საშუალებით ისინი ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდებიან. ასე იწყება ზღაპრული თავგადასავალი ჯეი-ჯეისა და მისი მეგობარი დათვის კვლავ გასაერთიანებლად. 

მართალია, გახმოვანება SZA-ს ჩვეული მოწოდება არ არის, თუმცა პროექტი მისი წარმატებული კარიერის კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი იქნება. მისი ბოლო ალბომი SOS 11 კვირის განმავლობაში იყო Billboard 200-ის ლიდერი და გახდა ქალის მიერ შექმნილი პირველი ჩანაწერი, რომელმაც ჩარტის ტოპ ათეულში 100 კვირაზე მეტი გაატარა. ალბომში შედის ასევე Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტი Kill Bill. მოგვიანებით SZA-ს წარმატება ჩარტში გაგრძელდა სიმღერებით: Saturn და 30 for 30 (კენდრიკ ლამართან ერთად), ასევე Hot 100-ის კიდევ ერთი ლიდერი ჰიტით, ლამარის Luther-ით.

ნახეთ ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky-ს თქმით, რიანა სტუდიაშია და ახალ მუსიკაზე მუშაობს

შემდეგი სტატია

ბარბარა სტრეიზანდი - 2025 წლის 23 აპრილი, ნიუ იორკი Andrew Toth/Getty Images

ბარბრა სტრეიზანდი საბავშვო ლიტერატურაში – მისი სადებიუტო ილუსტრირებული წიგნი –  And By the Way… 2027 წელს გამოვა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი