ბარბრა სტრეიზანდი საბავშვო ლიტერატურაში – მისი სადებიუტო ილუსტრირებული წიგნი –  And By the Way… 2027 წელს გამოვა 

წიგნის პრეზენტაცია 2027 წლის მარტში შედგება.
ბარბარა სტრეიზანდი - 2025 წლის 23 აპრილი, ნიუ იორკი Andrew Toth/Getty Images
ბარბარა სტრეიზანდი – 2025 წლის 23 აპრილი, ნიუ იორკი
Andrew Toth/Getty Images

ბარბრა სტრეიზანდი ლეგენდარულ კარიერას კიდევ ერთ, ახალ თავს ამატებს. 

გამოცემა People-ის ცნობით, ბარბრა სტრეიზანდის სადებიუტო ილუსტრირებული წიგნი  And By the Way… მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა. წიგნს Flamingo Books (Penguin Young Readers-ის კომპანია) გამოსცემს.  ეს არის სიყვარულით სავსე ისტორია ბებია-ბაბუისა და შვილიშვილის შესახებ. წიგნის პერსონაჟები დროს ერთად ატარებენ, ერთობიან, ეძებენ სახალისო თავგადასავლებს და ამ პროცესში ცხოვრების მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს აღმოაჩენენ.

სტრეიზანდისთვის ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პირადულია, რადგან ის მისი ოჯახიდან იღებს სათავეს.

„ძალიან მიყვარს, როცა ჩემი სამი შესანიშნავი პატარა შვილიშვილი „ბებია ბარბრას“ მეძახის. ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ილუსტრირებული წიგნების კითხვაა, ზოგჯერ ერთი და იმავე წიგნს განმეორებით ვკითხულობთ. ამიტომ ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა საკუთარი წიგნის დაწერა მათთვის და იმედი მაქვს, სხვა მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვისაც, რომლებიც თავიანთ პატარებს ამ წიგნს წაუკითხავენ.” – აღნიშნა მომღერალმა. 

წიგნის სათაურიც უშუალოდ ბარბრა სტრეიზანდთან ასოცირდება, რადგან And By the Way… მისი ერთ-ერთი საყვარელი და სახასიათო  ფრაზაა.

„ამ გამოთქმას საკმაოდ ხშირად ვიყენებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სათქმელი ყოველთვის მრჩება.” –  ამბობს ვარსკვლავი. 

მისივე თქმით, წიგნის მთავარი იდეა „აღმოჩენების, თვითგამოხატვის, დამოუკიდებლობისა და, რა თქმა უნდა, სიყვარულის გარშემო ტრიალებს.”

სტრეიზანდს მსახიობ ჯეიმს ბროლინთან ქორწინებიდან ოთხი შვილიშვილი ჰყავს. წყვილმა 1998 წელს იქორწინა. ჯეიმს ბროლინის ვაჟს, მსახიობ ჯოშ ბროლინს ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც სტრეიზანდისთვის შვილიშვილები არიან. ჯოშ ბროლინს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – ტრევორი  და იდენი ჰყავს, ხოლო 2016 წელს, მესამე მეუღლეზე, კეთრინ ბოიდ ბროლინზე დაქორწინების შემდეგ, ორი ქალიშვილი შეეძინა – უესტლინ რეინი და ჩეპელ გრეისი.

And By the Way… უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთით, ოფიციალურად კი 2027 წლის 30 მარტს გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

CoComelon პატარა ჯეი-ჯეის (და SZA-ს) დიდ ეკრანზე წარადგენს: ნახეთ ტრეილერი

შემდეგი სტატია

Spice Girls-ის Mel C-იმ საჯაროდ განმარტა, თუ რატომ არ იმყოფებოდა ვიქტორია ბექჰემი მის ქორწილში

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი
Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი