საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე დავით ლომიძე სიმღერა Sun of the Rooftops-ით წარდგება

16 სექტემბერს პირველი არხის ეთერით სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართა.
დავით ლომიძე - Sun On The Rooftops © პირველი არხი
დავით ლომიძე – Sun On The Rooftops
© პირველი არხი

საქართველოს 2026 წლის საბავშვო ევროვიზიის წარმომადგენელი დავით ლომიძეა. პირველი არხის ტელეპროექტ „რანინას“ მე-9 სეზონის გამარჯვებული კონკურსზე სიმღერას Sun of the Rooftops შეასრულებს.

საკონკურსო სიმღერისა და მუსიკალური კლიპის პრემიერა 16 სექტემბერს პირველი არხის ეთერში შედგა. სიმღერა უკვე ხელმისაწვდომია Spotify-ზე, მუსიკალური კლიპი კი მოგვიანებით YouTube-ზე გამოქვეყნდება.

Sun of the Rooftops-ის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტის ავტორი – ირინა სანიკიძე. მუსიკალური კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, კოსტიუმების დიზაინზე კი იზა ნადარეიშვილმა იზრუნა. კლიპის ქორეოგრაფია გიორგი ტორიაშვილს ეკუთვნის. მუსიკალური ვიდეოს გადაღებები კი აჭარაში მიმდინარეობდა.

წლევანდელ საბავშვო ევროვიზიას მალტა უმასპინძლებს. რიგით 24-ე კონკურსი 24 ოქტომბერს გაიმართება და მასში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი თბილისში გაიმართა, სადაც გამარჯვება საფრანგეთის წარმომადგენელმა მოიპოვა.

მოისმინეთ საქართველოს საკონკურსო სიმღერა – Sun of the Rooftops: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი