ქართველი არტისტი თინათინ გიგიბერია ბელგიაში, Kunstplatform KAPPA-ს ჯგუფური გამოფენის მონაწილეა

ქართველი ხელოვანი გამოფენის მონაწილეთა შორის ღია კონკურსის წესით შეარჩიეს. ექსპოზიციაში კი 30-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
თინათინ გიგიბერია ბელგიაში, Kunstplatform KAPPA-ს ჯგუფური გამოფენაზე
თინათინ გიგიბერია ბელგიაში, Kunstplatform KAPPA-ს ჯგუფური გამოფენაზე

ქართველმა არტისტმა თინათინ გიგიბერიამ ბელგიაში, ისტორიულ Fort Ertbrand-ში გამართულ თანამედროვე ხელოვნების ჯგუფურ გამოფენაში In Goede Handen (კარგ ხელში) მიიღო მონაწილეობა. ქართველი ხელოვანი გამოფენის მონაწილეთა შორის ღია კონკურსის წესით შეარჩიეს. ექსპოზიციაში კი 30-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

თინათინ გიგიბერია გამორჩეული ქართველი არტისტია, რომლის შემოქმედებაც ხელოვნების, მედიცინისა და ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმისეულ კვლევას ეფუძნება. მან სამედიცინო განათლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი მიიღო და მრავალი წლის განმავლობაში საერთაშორისო ფარმაცევტულ სექტორში მუშაობდა.

მისი შემოქმედება სხეულისა და სულის უწყვეტ კავშირს ასახავს, რომელშიც ერთმანეთს ბუნება, პეიზაჟი და ადამიანის ფიგურა უკავშირდება. თინათინის ვიზუალურ ენაზე დიდ გავლენას ახდენს მისი ცხოვრებისეული გამოცდილებაც, მათ შორის, ბავშვობის გარკვეული პერიოდის სირიაში გატარება და 1990-იან წლებში საქართველოში მიმდინარე კონფლიქტი, წორედ ამიტომ, მის შემოქმედებაში განსაკუთრებულად მკაფიოდ ჩანს ისეთი თემები, როგორებიცაა ფესვების დაკარგვის, მეხსიერების შენარჩუნებისა და ადამიანური გამძლეობის თემები.

გამოფენა ბელგიის ქალაქ კაპელენში მდებარე Fort Ertbrand-ში გაიმართა. ისტორიული ციხესიმაგრე, რომელიც ორი მსოფლიო ომის პერიოდს გადაურჩა, წლის განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დახურულია და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის იხსნება. შესაბამისად, გამოფენა ვიზიტორებს თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებთან ერთად თავად ისტორიული სივრცის აღმოჩენის შესაძლებლობასაც აძლევს.

გამოფენის კონცეფცია „ღია ძეგლების დღის“ თემატიკას ეფუძნება. ორგანიზატორებმა დასახელება In Goede Handen (კარგ ხელში) არა მხოლოდ სათაურად, არამედ მთავარ კონცეპტუალურ ხაზადაც აირჩიეს  თემა ხელოვანთა შემოქმედებით პროცესს, მასალებთან მუშაობას, იდეებისადმი ზრუნვასა და ყურადღებას უკავშირდებოდა. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით არის შექმნილი. (ქაღალდი, ტექსტილი, კერამიკა, ხე, ნაპოვნი მასალები).  ექსპოზიცია განთავსებულია როგორც Fort Ertbrand-ის შიდა სივრცეებში, ისე მის მიმდებარე ბუნებრივ გარემოში, რაც ისტორიულ არქიტექტურასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის განსხვავებულ დიალოგს ქმნის.

სწორედ ისტორიული სივრცე წარმოადგენს გამოფენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს. ამ გარემოში თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები დამატებით კონტექსტს იძენს, გამოფენის მთავარი იდეა კი ზრუნვას, შენარჩუნებას და ხელახლა გააზრებას უკავშირდება.

თინათინ გიგიბერიას მონაწილეობა ამ პროექტში მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი შემოქმედების საერთაშორისო კონტექსტში წარმოჩენისთვის. ღია კონკურსის საფუძველზე მისი შერჩევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გლობალური პლატფორმის მნიშვნელობას, რომელიც სხვადასხვა კულტურული გამოცდილების მქონე ხელოვანებს ერთ სივრცეში აერთიანებს. 

გამოფენა In Goede Handen Fort Ertbrand-ში სექტემბრის სამ შაბათ-კვირას (5-6, 12-13 და 19-20 სექტემბერს) მიმდინარეობდა და ოფიციალურად 20 სექტემბერს დასრულდა. 

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ Kunstplatform Kappa, Natuurpunt და კაპელენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პიანისტთა თბილისის მერვე საერთაშორისო კონკურსი იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი
მირანდა ვახტანგიშვილი - ხელოვანი

მირანდა ვახტანგიშვილის შემოქმედება, რომელიც ჯადოსნურ ელფერს ატარებს

მირანდა ვახტანგიშვილის ფერწერული სერია „ჯადოსნური ხე” რწმენის სიძლიერეზე, არჩევანის თავისუფლებასა და ადამიანის შინაგან სამყაროზე გვიყვება.
მეტი

როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები – დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა

 „ქოლგა თბილისი ფოტო 2023″ -ის ფარგლებში ფოტოგრაფ დავით სულაქველიძის გამოფენა, სახელწოდებით  „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“ გაიხსნა.  ფოტოგამოფენა საქართველოს 80-იანი…
მეტი
„გაიმეორე ჩემთან ერთად“ - მარიამ ნატოშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო

„გაიმეორე ჩემთან ერთად“ – მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო ნამუშევარი

ვირტუალურ ენაზე თარგმნილი ხალხური შელოცვა, რომლის ჩვენებაც სარეკლამო ბანერზე შედგა.
მეტი