„რადისონ ბლუ ივერია” ლევან ჭოღოშვილის გამოფენას მასპინძლობს

გამოფენა ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„რადისონ ბლუ ივერია” ლევან ჭოღოშვილის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა სახელწოდებით „XX საუკუნე” მხატვრის მიერ 50 წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. ესენია მისი ძირითადი სერიები:  „განადგურებული არისტოკრატია” (1975-1985 წლები), „ვენერა და მარ(ქ)სი” (1970-1990 წლები) და ასევე 2000-2010 წლებში შექმნილი ნამუშევრები. 

სერიაზე „განადგურებული არისტოკრატია” მხატვარმა მუშაობა 1970-იან წლებში დაიწყო. მას საფუძვლად უდევს ქართველი თავად-აზნაურებისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ინტელექტუალების XIX-ის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გადაღებული დოკუმენტური და ოჯახური ფოტოსურათები, რომლებზეც საბჭოთა ძალაუფლების მიერ საზოგადოების ფიზიკურად განადგურებული ფენაა ასახული. 

სერიის ჩვენება საბჭოთა პერიოდში მხოლოდ არაოფიციალურ დახურულ გამოფენებზე იყო შესაძლებელი. საჯაროდ ის პირველად 1985 წელს გამოიფინა. 

სერიაში „ვენერა და მარ(ქ)სი” კი ვხვდებით საბჭოური იდეოლოგიის რეპრესიული ნიშნების მთელ წყებას, რომლებიც მხატვარს ირონიამდე დაჰყავს. ეროტიზმი, რომელიც, ერთი მხრივ, ოფიციალურად აღიარებს გენდერულ თანასწორობას და ამავდროულად, ორთოდოქსულად კრძალავს მისი გამოვლინების ნებისმიერ ფორმას. სერიის ნამუშევრები “კალინინი და ბალერინები” და “რევოლუცია” ამის თვალსაჩინო მაგალითებია. 

„სივრცის თავისებურების გათვალისწინებით შერჩეული იქნა სპეციფიკური ნამუშევრები. არ არის გამოფენილი ვიდეო ნამუშევრები და ინსტალაციები. ძირითად ძველი ნამუშევრებია. ზოგიერთი მათგანი დაკარგული იყო და ახლა მოხერხდა მათი პოვნა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და სტუმრებს, რომლებიც გამოფენის გახსნაზე მოვიდნენ,” – აღნიშნა ლევან ჭოღოშვილმა.

გამოფენის ნახვა „რადიოსნ ბლუ ივერიაში” ორი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ღონისძიების მასპინძელი „სილქ ჰოსფითალითი”, ხოლო მისი წარმდგენი კომპანია „სილქნეტია”. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ და პიანისტმა თამარ ლიჩელმა ინდოეთში კონცერტი გამართეს

შემდეგი სტატია

ნახეთ Billboard საქართველოს მიერ გადაღებული ვიდეოკლიპი ლეო დელიბის ცნობილ კომპოზიციაზე „ყვავილების დუეტი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი