Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.

27 სექტემბერს Skazz-ის ახალი ალბომი Transit გამოვიდა. რვა კომპოზიციისგან შემდგარი ნამუშევარი მსმენელს თბილისის განსხვავებულ მარშრუტს სთავაზობს და ქალაქის სხვადასხვა სივრცესა და ისტორიაში მუსიკის საშუალებით ამოგზაურებს.

ალბომის გამოსვლის დღეს Skazz-მა Left Bank-ში Transit-ის პრეზენტაცია გამართა. ლაივზე ჯგუფმა მსმენელს ახალი ალბომი ცოცხლად წარუდგინა.

Transit-ში შესული თითოეული კომპოზიცია თბილისის კონკრეტულ ლოკაციას უკავშირდება: „ახსნას ვაპირებდი“ – დიდი დიღომი, „ადვოკატი“ – დიდუბე-წერეთელი, „არამედ“ – მთაწმინდა, „სახლებს“ – ვარკეთილი, „ჯერ“ – ვაგზალი, „პლატოები ცრის“ – ნუცუბიძის პლატო, „ვენდეტა“ – აფრიკა-ლილო, ხოლო „თუ გშია“ – გლდანი. რვა განსხვავებული ლოკაცია და რვა ისტორია Transit-ს თბილისის ერთგვარ მუსიკალურ რუკად აქცევს.

ალბომის გამოსვლამდე Skazz-მა სოციალურ ქსელში Transit-ის იდეა განმარტა:

„ალბომი ჩვენს თბილისურ მოგზაურობაზეა – 8 თბილისი, 8 სხვადასხვა ლოკაცია, 8 ისტორია. დარჩით ხაზზე, მალე ალბომის პრეზენტაციას დავაანონსებთ.“

Transit უკვე ხელმისაწვდომია ყველა ძირითად მუსიკალურ პლატფორმაზე. 

ალბომის დასკვნითი კომპოზიცია – „თუ გშია“ Transit-ის მთავარ გზავნილს ახმოვანებს: „გზაში ვარ, შევცოდე, ეცადე გამიგო, მტკვარშია, იცოდე, რაც ნაპირზე იყო, ასეთი დარჩება სინანულის ფორმა, სიკვდილმა შეზღუდა სიმართლეზე წვდომა.“ 

მოუსმინეთ Transit-ის ახალ ალბომს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი რუსთაველის თეატრის სცენაზე

შემდეგი სტატია

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

ეს არ არის მის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მსგავსი კომენტარები პროდიუსერმა 2022 წელსაც გააკეთა.
მეტი