კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2019 წელს
KEVIN MAZUR/MG19/GETTY IMAGES

კიმ კარდაშიანმა The Sunday Times-თან ახალ ინტერვიუში საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრა. ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ის და კანიე უესტი, რომლებიც ერთმანეთს 2021 წლის დასაწყისში დაშორდნენ, ცდილობენ ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ თავიანთი ქალიშვილის – 13 წლის ნორს უესტის კარიერულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

„ეს ის საკითხია, რაზეც მე და მის მამას კარგი კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვთანხმდებით და ის მონაწილეობს მხოლოდ იმ პროექტებში, რომლებსაც ორივე ვეთანხმებით,” – თქვა კიმ კარდაშიანმა.

კიმ კარდაშიანს Ye-სგან ოთხი შვილი ჰყავს: ნორსი, 10 წლის სეინტი, 8 წლის ჩიკაგო და 7 წლის ფსალმი. კარდაშიანმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად ამბიციურია მათი უფროსი ქალიშვილი, როდესაც საქმე შემოქმედებას ეხება:

„ნორსს ეს ყველაზე მეტად უყვარს. საჯარო პროექტებში მონაწილეობა სურს. ვცდილობ, დავტკბე ამ მომენტებით და არ მივცე უფლება, ხელი მოჰკიდოს ყველა პროექტს, რაც კარიერულ გზაზე შეხვდება. ვცდილობთ, ყოველთვის დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველაფერს სწორად ვმართავთ,” – აღნიშნა კარდაშიანმა.

ნორს უესტი Billboard-ის 2026 წლის „21 Under 21“-ის სიის წევრი გახდა. მაისში მან სადებიუტო EP – N0rth4evr გამოუშვა. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა, როდესაც 10 წლის ასაკში Ye-სთან და Ty Dolla $ign-თან ერთად ჩაწერილმა სიმღერამ – Talking – ჩარტში 30-ე ადგილი დაიკავა. ნორსმა ასევე მიიღო მონაწილეობა უესტისა და Ty-ს 2024 წლის ალბომში Vultures.

„ხალხი ბევრს საუბრობს იმაზე, თუ რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. ახალგაზრდა არტისტმა ჯერ თავად უნდა გაარკვიო, ვინ ხარ, სანამ სამყარო შეეცდება გითხრას, ვინ უნდა იყო,” – თქვა ნორს უესტმა Billboard-თან ინტერვიუში.

აგვისტოში ნორსმა ჩიკაგოში თავისი პირველი სოლო კონცერტი გამართა, რომელსაც ორივე მშობელი დაესწრო და მხარდაჭერა გამოუცხადა. წლის დასაწყისში იგეგმებოდა მისი ერთობლივი ტურნე მოლი სანტანასთან ერთად, თუმცა ტური გაუქმდა.

უესტმა და კიმ კარდაშიანმა ურთიერთობა 2012 წელს დაიწყეს, 2014 წელს კი იტალიაში იქორწინეს. კარდაშიანმა განქორწინებაზე განაცხადი 2021 წლის თებერვალში შეიტანა, ხოლო პროცესი 2022 წლის ნოემბერში, შეთანხმებით დასრულდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯაზისა და ღვინის ფესტივალი კახეთში – მუსიკისა და ღვინის ათწლიანი ისტორია

შემდეგი სტატია

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი