ოლივია როდრიგომ The White Stripes-ის საკულტო არტეფაქტში „ზედმეტად დიდი თანხა” გადაიხადა

მომღერალმა Daisy Chain Fields-ზე მისი ჩაცმა სიცხის გამო გადაიფიქრა.
ოლივია როდრიგო Daisy Chain Fields-ზე
CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

დიდი ხანია, ოლივია როდრიგო ღიად საუბრობს The White Stripes-ის სიყვარულზე. ამის დასამტკიცებლად კი ახლა მეგ უაიტის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ტანისამოსსაც ფლობს. 

The Hollywood Reporter-ის გარეკანის სტატიაში პოპვარსკვლავმა გაამხილა, რომ უაიტის ვინტაჟურ თეთრ კაბაში „ზედმეტად დიდი თანხა” გადაიხადა. სწორედ ეს კაბა აცვია უაიტს ალბომ Elephant-ის გარეკანზე, რომელმცაც 2003 წელს Billboard 200-ის ჩარტში მე-6 ადგილი დაიკავა. Julien’s Auctions-ის მონაცემებით, იგივე კაბა Music Icons-ის აუქციონზე 25 600 დოლარად გაიყიდა. 

„თუ Daisy Chain-ს ზამთარში გავმართავ, მაშინ, შესაძლოა, მისი ჩაცმა შევძლო,“ – უთხრა მან გამოცემას. მანამდე კი განმარტა, რომ სურდა, ეს კაბა პირველად აგვისტოში, სწორედ მისი საქველმოქმედო ფესტივალის სადებიუტო ღონისძიებაზე ჩაეცვა, თუმცა სიცხის გამო ვერ შეძლო. „ჯანდაბა, იქ ძალიან ცხელოდა,” – აღნიშნა მან.

როდრიგო ბავშვობიდან The White Stripes-ის ერთგული ფანია. ის სოციალურ მედიაში დუეტის ფანგვერდსაც კი მართავდა, საკუთარ ინსტაგრამზე კი ეწერა: „ჯეკ უაითის ყველაზე დიდი ფანი“. პირველად ჯეკს 2022 წელს შეხვდა და ინსტაგრამზე დაწერა: „დღეს ჩემს გმირებს შორის ყველაზე დიდ გმირს შევხვდი. ჯერ კიდევ ვტირი.”

მას შემდეგ მუსიკოსები კონტაქტს ინარჩუნებენ. 2025 წელს როდრიგომ მონაწილეობა მიიღო The White Stripes-ის  როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიაში და ფეისტთან ერთად სიმღერა We’re Going to Be Friends შეასრულა. გასული წლის აპრილში კი გაამხილა, რომ ჯეკმა 30 Rock-ის კულისებში მას თბილი წერილი დაუტოვა, სანამ Saturday Night Live-ის წამყვანად გავიდოდა. წერილში ეწერა: „მაგრად ჩაატარე, პატარავ.”

„ჯეკ უაიტი მიყვარს. ის ჩემი გმირია,” – უთხრა როდრიგომ ჯიმი ფელონს ამ შემთხვევის გახსენებისას. „ის ყველაზე მაგარი ადამიანია, შესანიშნავი პიროვნება. ყოველთვის იცავს იმას, რაც სწორად მიაჩნია.”

„ის ძალიან მაგარია, ძალიან გულწრრფელი და ძალიან უყვარს მუსიკა,” – თქვა ჯეკ უაიტმა როდრიგოზე 2022 წელს. „ამასთანავე, ახალგაზრდებს ვინილის ფირფიტების სიყვარულსაც ასწავლის. პატივისცემა მას.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაიტი ტრამპს „ყველა დროის ყველაზე ცუდ ამერიკელს” უწოდებს

შემდეგი სტატია

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი