ოქტომბრის პროგრამა Tatuza Jazz Club-ში

Tatuza Jazz Club-ის ოქტომბრის თვის მთავარი რეზიდენტი შენონ გიბონსის კვარტეტია.
Tatuza Jazz Club

ოქტომბერში Tatuza Jazz Club ჯაზის მოყვარულებს განსაკუთრებულ, მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას სთავაზობს. თვის განმავლობაში კლუბის სცენას დაიკავებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შემსრულებლები.

თვის რეზიდენტი: Shannon Gibbons Quartet (15, 17, 18, 21, 24, 25, 28 და 30 ოქტომბერი) 

Tatuza-ს ოქტომბრის თვის მთავარი რეზიდენტი შენონ გიბონსის კვარტეტია. შენონ გიბონსი ნიუ-იორკში მოღვაწე მომღერალი და სიმღერების ავტორია, რომლის მუსიკალური კარიერაც 16 წლის ასაკში დაიწყო. მას ცოცხალი შესრულებისა და სტუდიური ჩანაწერების მდიდარი გამოცდილება აქვს, მისი საავტორო ნამუშევრები კი უკვე ცნობილია საერთაშორისო აუდიტორიისთვის. შენონის მუსიკა გაჟღერდა Netflix-ის პოპულარულ პროექტში – Temptation Island, ასევე 2020 წლის American Idol-ში.

გიბონსისთვის მუსიკა ადამიანებთან ურთიერთობისა და პირადი გამოცდილებების გაზიარების საუკეთესო ენაა. ის განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევს საკონცერტო რეპერტუარს და ქმნის ისეთ სეტლისტებს, რომლებიც თითოეულ მსმენელს ემოციურად ეხმიანება. კვარტეტის შემადგენლობაში არიან: შენონ გიბონსი – ვოკალი, ნიკ შოიბლი – დრამი, ლეონიკე შოიბლი – კლავიში / ფორტეპიანო და ტიმ გივენსი – ბასი.

15 ოქტომბერს Tatuza Jazz Club-ის სცენას მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის ტრიო დაიკავებს. მასთან ერთად სცენაზე იქნებიან ქართული ჯაზ-სცენის გამორჩეული მუსიკოსები: ლევან დეისაძე (ბასი) და ზაზა ცერცვაძე (დრამი).

16 და 23 ოქტომბერს Tatuza Jazz Club-ის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ორ მუსიკალურ პროგრამას დაესწრონ. საღამოს ზურა რამიშვილის კვარტეტი გახსნის და შენონ გიბონსის კვარტეტი დაახურავს.

22 ოქტომბერს Tatuza Jazz Club-ის სცენა ირაკლი ჭოლაძის Quintet Nu-ს დაეთმობა, რომელიც მსმენელს ახალ ალბომს წარუდგენს.

29 ოქტომბერს Tatuza Jazz Club პერე ნავაროს თავის კვარტეტთან ერთად უმასპინძლებს. პერე ნავარო ჯაზმუსიკოსია, რომელმაც ევროპულ მუსიკალურ სივრცეში ახალი სიტყვა თქვა აფრო-ამერიკული და ესპანური ჯაზის ეკლექტიკური ჟღერადობის სინთეზით. მას გამოშვებული აქვს სამი ალბომი და მსოფლიოს პრესტიჟული ფესტივალების ხშირი სტუმარია.

ოქტომბერში Tatuza Jazz Club-ის საღამოებზე კარი 21:00 საათზე გაიღება, ხოლო კონცერტები 22:00 საათზე დაიწყება. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. TBC Concept-ის Visa ბარათისა და Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

GOLDEN კვლავ ოქროს ინარჩუნებს და მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოების გამარჯვებული ხდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი