Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ – მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა
Kordz & მარტო კაცი – „არამი დო შარიქა”
ფოტო: მარიამ დავითური

22 ოქტომბერს Kordz-ისა და მარტოკაცის კოლაბორაციული სიმღერა „არამი დო შარიქა“ გამოვიდა. ნამუშევარი მეგრული ხალხური სიმღერის ახლებური ინტერპრეტაციაა, რომელშიც არტისტები ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკალურ მიდგომას აერთიანებენ.

მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, კომპოზიტორი და შემსრულებელი Kordz (ალექსანდრე კორძაია) ამჯერადაც თავისი ხელწერის ერთგული რჩება, ის ფართო აუდიტორიისთვის აკადემიური, კლასიკური მუსიკალური განათლებისა და თანამედროვე ელექტრონული ჟღერადობების ოსტატური, ორიგინალური სინთეზით არის ცნობილი. 

მარტოკაცი, რომლის ნამდვილი სახელია დამიანე გორდელაძე, ქართველი ვიდეობლოგერია, რომელიც სოციალურ ქსელებში იუმორისტულ, მუსიკალურ და შემეცნებით კონტენტს ქმნის. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ქართულ კუთხურ ხასიათს, ტრადიციებს, ფოლკლორსა და იუმორს უკავია. 

„არამი დო შარიქა“ ორი განსხვავებული შემოქმედებითი ხედვის შეხვედრაა – Kordz-ის ელექტრონული ჟღერადობა და მარტოკაცის ავთენტური შესრულება მეგრულ ხალხურ სიმღერას ახალ სიცოცხლეს სძენს.

მოუსმინეთ „არამი დო შარიქას“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ახალი თიზერით Quemmekh კიდევ ერთ მუსიკალურ პროექტზე მიანიშნებს

შემდეგი სტატია

ჰილარი დაფი Atlantic Records

ჰილარი დაფი საშობაო EP-ის აანონსებს, რომელშიც მისი სამი საავტორო სიმღერაც შევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი