BLACKPINK-ის წევრმა LISA-მ გასულ უქმეებზე, ლას-ვეგასში, Caesars Palace-ის The Colosseum-ში გამართული VIVA LA LISA-ს რეზიდენციის პირველი კონცერტის დროს, რომლის ყველა ბილეთი გაიყიდა, გულშემატკივრებს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა.
ისეთი საყვარელი ჰიტების შემდეგ, როგორებიცაა Rockstar, Money, Moonlit Floor და Born Again, შოუს მეოთხე აქტი სრულიად ახალი სიმღერით დასრულდა. კომპოზიცია მომღერლის ახლახან გამოსული დოკუმენტური ფილმის, Always Lalisa-ს საუნდტრეკიდანაა.
სენტიმენტალური ბალადა Leave With Me ფილმის დასასრულს, ფინალური ტიტრების ფონზე ჟღერს. დოკუმენტური ფილმი LISA-ს სოლო კარიერის განვითარებაზე მოგვითხრობს. კომპოზიციაში მომღერალი დამოუკიდებელი გზის არჩევასა და ახალი თავგადასავლების ძიებაზე გვიყვება.
სიმღერა, რომლის თანაავტორებიც LISA – ფელი ფერაროსთან, ტაილერ სპრაისთან, ალი ტამპოსისთან და შინტარო იასუდასთან ერთადაა, აკუსტიკური გიტარის მშვიდი მელოდიით იწყება.
სიმღერის ვიდეოკლიპში გამოყენებულია კადრები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც სუ კიმის რეჟისორობითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა სექტემბერში, 2026 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, გასულ თვეს კი ის IMAX-ის კინოთეატრებში შეზღუდული ჩვენებით გავიდა, ამჟამად ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
LISA პირველი K-pop არტისტია, რომელმაც ლას-ვეგასში საკუთარი საკონცერტო რეზიდენცია გამართა. შოუს გახსნაზე მომღერალმა მსმენელს საყვარელი სიმღერებისა და სოლო ჰიტების გარდა, რამდენიმე მოულოდნელი კომპოზიციაც შესთავაზა. მათ შორის იყო Cut U Off-ისა და Cobra-ს ცოცხალი შესრულება, და ასევე ახალი სიმღერის – Leave With Me-ს მსოფლიო პრემიერა.
შენელებული დრამ-ბიტისა და მინიმალისტური არანჟირების ფონზე, LISA ახალ სიმღერაში საკუთარ ემოციებს გადმოსცემს და ყოფილ პარტნიორს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისცა საშუალება, ეპოვა ადგილი, სადაც თავს საკუთარ გარემოში იგრძნობს.
LISA ლას-ვეგასის სცენას Viva La Lisa-ს მომდევნო კონცერტებით 27, 28 და 29 ნოემბერს დაუბრუნდება.
ნახეთ Leave With Me-ის ვიდეო: