ნახეთ: Black Eyed Peas, შაკირა და დევიდ გეტა კლიპს Don’t You Worry ავრცელებენ

ფოტო: Nabil Elderkin

ცნობილი ამერიკული კოლექტივი Black Eyed Peas კოლუმბიელ მომღერალ შაკირასა და ფრანგ დიჯეი დევიდ გეტასთან ერთად სინგლს Don’t You Worry და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპში ჯგუფის წევრები: უილ აი ემი, ეფლ დი ეფი და ტაბუ უცხოპლანეტელების როლში გვევლინებიან, რომლებიც შაკირას მშობლიურ პლანეტას სტუმრობენ. მომღერალი კი მათ ესალმება და ჟესტებით ესაუბრება.

ეს მეორე ნამუშევარია, რომელზეც “ბლექ აიდ ფისმა” შაკირასთან ითანამშრომლა. მათ 2020 წელს სინგლი Girl Like Me ჩაწერეს, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში 67-ე პოზიციაზე მოხვდა. დევიდ გეტა, რომელიც ახალ ტრეკში მონაწილეობს, ჯგუფთან ათ წელზე მეტია, მუშაობს. სწორედ მისი ავტორობით შეიქმნა ჰიტი I Gotta Feeling. აღსანიშნავია, რომ Black Eyed Peas ახლო მომავალში რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომს გაავრცელებს. 

Black Eyed Peas ლოს ანჯელესში 1995 წელს შეიქმნა. 6 გრემის მფლობელი კოლექტივი 80 მილიონი გაყიდული ჩანაწერით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათი შემოქმედება ჰიპ ჰოპსა და EDM-ს აერთიანებს. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: Where Is The Love?, Pump It, Shut Up, Don’t Phunk With My Heart და Don’t Lie მოუტანა. “ბლექ აიდ ფისს” დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: 81 წლის ნილ დაიმონდი Sweet Caroline-ს მღერის

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ჯონ ლეჯენდი და მუნი ლონგი სინგლს Honey ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

A$AP Rocky უკრაინაში გადაღებულ ვიდეოკლიპს აქვეყნებს სიმღერაზე Tailor Swif

ვიდეოში ვხვდებით კურდღელს, რომელიც საზოგადოებრივი ტუალეტის ნიჟარაში აბაზანას იღებს, ჰალსტუხში გამოწყობილ ძაღლს, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობს და სხვა უცნაურ სცენებს.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი