ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images
ემინემი, 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი
Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა დიდი ხნის მეგობარ Kid Rock-თან თანამშრომლობის გადაწყვეტილება დაიცვა მას შემდეგ, რაც მათმა ერთობლივმა ნამუშევარმა ზოგიერთი ფანის კრიტიკა გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი კი ორი არტისტის ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გახდა. 

ემინემი მონაწილეობს სიმღერაში Heal My Faith, რომელიც შედის Kid Rock-ის ახალ ალბომში Halfway 2 Jesus. ჩანაწერი პარასკევს, 17 ოქტომბერს გამოვიდა. გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კი ემინემი სოციალურ ქსელში ამ თანამშრომლობას გამოეხმაურა. „საქმე მხარეების არჩევა არ არის. მე უბრალოდ, ავირჩიე, ჩემს ძველ მეგობართან ერთად მუსიკა შემექმნა. ვლოცულობ თითოეული ჩვენგანისთვის“, – დაწერა მან.

თანამშრომლობამ ემინემის ზოგიერთი გულშემატკივარი გააკვირვა, რადგან დეტროიტში დაბადებული ორივე არტისტის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები საყოველთაოდ ცნობილია. 2024 წელს დეტროიტში გამართულ მიტინგზე ემინემმა კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი და დონალდ ტრამპი ისეთ სიმღერებში გააკრიტიკა, როგორიცაა Campaign Speech. Kid Rock კი მუსიკალურ სამყაროში ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერია. ამ განსხვავებას ემინემი ახალ სიმღერაშიც ეხმაურება: „ის ჩემი ძმაა და არა პოლიტიკური მტერი,” – რეპავს და პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ადამიანებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. 

Kid Rock-მა, რომელიც ემინემთან უკვე ოთხი ათწლეულია, მეგობრობს, ამ თანამშრომლობაზე „ბილბორდთან” ინტერვიუშიც ისაუბრა:  „ნამდვილად არ მინდოდა, ის ჩემს პოლიტიკურ სამყაროში ჩამეთრია“, – თქვა მან და დაამატა, რომ ორი მუსიკოსი ზოგჯერ პოლიტიკაზეც საუბრობს, თუმცა ხშირად არა. მისი თქმით, ახალი ალბომი პატიებასა და მეორე შანსზეა და მისი მიზანია, ქვეყანაში არსებული დაპირისპირება შეამციროს. Kid Rock-მა ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველად ემინემის მონაწილეობა სხვა სიმღერაში, 7 Sins-ში განიხილებოდა. თუმცა მოგვიანებით ორივემ გადაწყვიტა, რომ რეპერს Heal My Faith შეესრულებინა. 7 Sins კი წილად Lil Wayne-ს ერგო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

შემდეგი სტატია

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი