ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

„ეს სიმღერა შენია. შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო და ყველგან წაიღო, სადაც წახვალ.”

ნოდარიკო ხუციშვილი ახალ სიმღერასა და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს აზიარებს. Pocket Song – ასე ჰქვია კომპოზიციას, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. არანჟირება დათო კაკულიას, აუდიო მასტერინგი კი Sandro Bibich-ს ეკუთვნის. კლიპის რეჟისორი ლაშა ჩაგელიშვილია.

ნოდარიკო ხუციშვილი:

„სიმღერა იმ შეგრძნებებზეა, რომლებიც მე თვითონ მქონია მოგზაურობის დროს. როცა სადმე მივდივარ და გზაში მუსიკაა ჩემი თანმხლები. სიმღერას, რომელიც ძალიან გიყვარს და შენს მოგზაურობას სხვანაირს ხდის, Pocket Song ანუ ჯიბის სიმღერა ჰქვია. ჩემი ტექსტიც ამაზეა, რომ ეს სიმღერა არის შენი. შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო და ყველგან წაიღო, სადაც წახვალ. მერე არის ეს შეგრძნებები – გზაში რომ ქარი გიბერავს, ფანჯარაში რომ მზე შემოდის და ნელ-ნელა თვალები გინათდება იმაზე ფიქრით, თუ რა იქნება… და ამ დროს მისამღერი ეგეთია, რომ გადახტი ამ მოგზაურობაში, გაჰყევი ბოლომდე მზის შუქს და ნახე, სად წაგიყვანს. სიმღერაში ჰიპ-ჰოპის ნაწილიცაა, რომელიც სწორედ ამაზეა, რომ ცხოვრებაში ბევრ რაღაც არ მეორდება და უნდა დაიჭირო მომენტი.
რაც შეეხება კლიპს, მთლიანად ფოტოებით არის აწყობილი. შინაარსობრივად კი სიმღერის ტექსტს ეხმიანება – ეს სიარული, მატარებლის დეტალები, რომელიც მგზავრობასთან ასოცირდება – ეს ყველაფერი თემატურად და აზრობრივად კარგად ჩაჯდა მთლიან კონცეფციაში.”

Pocket Song ნოდარიკო ხუციშვილის რიგით მეორე საავტორო სიმღერაა. უახლოეს მომავალში მომღერალი საავტორო ალბომის გამოშვებასაც გეგმავს. 

ნახეთ ვიდეოკლიპი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ გახადა Encanto-ს ჰიტებმა ლინ-მანუელ მირანდა 2022 წლის ცხელი ასეულის ტოპ კომპოზიტორი

შემდეგი სტატია

The Weeknd-მა ფილმთან, Avatar:The Way of Water თანამშრომლობა თიზერით დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი

„რატომ არ აკოცა გოგოს?” – ბრიტნი სპირსი საბრინა კარპენტერის მუსიკალური ნომრისას უცხოპლანეტელის კოცნის სცენას გამოეხმაურა

ბრიტნი სპირსმა კარპენტერს წითელ ხალიჩაზე მისი ხსენებისათვის მადლობაც გადაუხადა.
მეტი

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

ჯასტინ ტიმბერლეიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის ივნისში დააკავეს.
მეტი

„მე გაჩუქებ შვილს” – ილონ მასკი ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურა

„კარგი ტეილორ ... შენ გაიმარჯვე ... მე გაჩუქებ შვილს და დავიცავ შენს კატებს მთელი ჩემი ცხოვრება,” - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მეტი