ანუშკა ჩხეიძის კონცერტი და ალბომის წარდგენა მიუნხენში

ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში ქართველმა მუსიკოსმა 2 კვირა კვლევითი ინსტიტუტის შენობაში მარტომ გაატარა: „ვიფიქრე, როგორც მუსიკოსს, როგორ მუსიკას დამაწერინებს აქ ცხოვრება.”
ანუშკა ჩხეიძე

17 და 18 დეკემბერს მიუნხენის Villa Stuck მუზეუმის სცენა ანუშკა ჩხეიძეს დაეთმობა. ქართველი მუსიკოსი დღეს მსმენელის წინაშე კონცერტით, ხვალ კი ახალი ალბომის “Clean, Clear and White-ის“ წინასწარი მოსმენით წარდგება. 

ანუშკა ჩხეიძე:

„დავიწყებ ალბომით: 2021 წელს მიწვეული ვიყავი შვეიცარიაში, ბაზელში, სადაც დიდი შენობის, კვლევითი ინსტიტუტის რესტავრაცია ჩატარდა, რომელზეც 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.  იქ არქიტექტორების მიწვევით ჩავედი. ჩემი დავალება იყო, რომ ამ შენობაში მემუშავა და მენახა, თუ რა გავლენას მოახდენდა ის ჩემზე, როგორც მუსიკოსზე. 2 კვირა მქონდა მოსაფიქრებლად და ჩასაწერად. პირველი იდეა იყო, რომ უბრალოდ field recording გამეკეთებინა, ანუ ცოცხალი ხმები ჩამეწერა, რაც ცოტა რთული საკითხი აღმოჩნდა. შენობა იმდენად ცარიელი იყო, რომ ძალიან სტერილური ხმები გამოდიოდა. ამის მერე ვიფიქრე, აი, როგორც მუსიკოსს, როგორ მუსიკას დამაწერინებს აქ ცხოვრება. შენობაში შევიტანე ფორტეპიანო და დაკვრა დავიწყე. შიგადაშიგ კიდევ რაღაც ინსტრუმენტები შემქონდა. ვიპოვე საგუნდო მუსიკის ანსამბლი, რომელიც შენობაშივე ჩავწერე. 2 კვირის განმავლობაში ამ უზარმაზარ შენობაში სულ მარტო ვიყავი. სხვადასხვა ოთახში დავდიოდი, ვიწერდი ხმებს და ვწერდი მუსიკას. ბოლოს კი ასეთი იდეა მოგვივიდა: ერთ პროექტად გამოსულიყო ამ შენობის წიგნი, ვინილი და ფოტოები. Ასე რომ, პროექტზე ვიმუშავეთ მე, ფოტოგრაფმა Walter Mair , დიზაინერმა Bernd Kuchenbeiser და არქიტექტორმა Marcel Santer. Აი, ამ ყველაფრის წარდგენა იქნება კვირას. უფრო – წინასწარი მოსმენა. ალბომი ჯერ არ გამოსულა, რადგან კიდევ ვმუშაობთ ვინილზე.”

Რაც შეეხება დღევანდელ კონცერტს, ანუშკა ჩხეიძე Villa Stuck მუზეუმის სცენაზე შვეიცარიულ საგუნდო ანსამბლთან „ტელემთან” (thélème) ერთად წარდგება. „ტელემი” სწორედ ის გუნდია, რომელიც მუსიკოსმა ახალი ალბომისთვის კვლევითი ცენტრის შენობაში ჩაწერა.

იმის გამო, რომ ალბომის დაკვრა ჯერ არ მინდა – ჯერ კიდევ ვფიქრობ, როგორ უნდა შესრულდეს და მაქვს რაღაც კითხვის ნიშნები. ამიტომ, ძალიან მინდოდა, ალბომის რაღაც ნაწილები ცოცხლად შესრულებულიყო. მაგრამ არა ჩემ მიერ, არამედ აკუსტიკური ინსტრუმენტებით. Ამიტომ დღეს კონცერტზე ცალკე მე დავუკრავ ჩემს მუსიკას, ცალკე ტელემი შეასრულებს თავისას და კონცერტს დავასრულებთ ჩვენი საერთო კომპოზიციით, რომელიც სწორედ ამ ახალი ალბომიდან იქნება. Ასე წარვუდგენთ ხალხს, თუ როგორ მოხდა ჩვენი მუსიკალურად დაკავშირება.

Ძალიან ვღელავ. ერთი იმის გამო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ადგილას მიწევს გამოსვლა და მეორე, აკუსტიკურ მუსიკაზე მუშაობა ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. შინაგანად ძალიან მორიდებული და მშიშარა ვარ. მაგრამ მიუხედავად ამხელა შიშისა, იმდენად მიყვარს ამის კეთება, რომ მაინც ვბედავ ხოლმე და საბოლოოდ ზუსტად ესაა, რაც ჩემს ცხოვრებას მაყვარებს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სერგი გვარჯალაძე „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი.

„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში“ – Kettari Academy-ის მასტერკლასი

შემდეგი სტატია

Nikakoi-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი