ბილი ჯოელი კონცერტს ავადმყოფობის გამო აუქმებს

მუსიკოსისთვის ეს 2022 წლის ბოლო კონცერტი იყო.
ბილი ჯოელი
Ethan Miller/GI

ბილი ჯოელის წლის ბოლო კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ მსმენელს თავად მუსიკოსმა აცნობა. ჯოელმა თქვა, რომ ავადაა. ექიმებმა კი ხმის დასვენება ურჩიეს.

„იმედგაცრუებული ვარ, რადგან მიწევს გაცნობოთ, რომ ვირუსული ინფექციის გამო, ექიმმა სიმღერისგან თავის შეკავება მირჩია. სამწუხაროდ, კონცერტი უნდა გადავდო”, – დაწერა ჯოელმა ტვიტერსა და ინსტაგრამზე. „ბოდიშს გიხდით, რომ ეს ასე გვიან გაცნობეთ, თუმცა იმედი მქონდა, რომ გამოვჯანმრთელდებოდი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ველი თქვენთან შეხვედრას უკვე ახალ წელს.”

ბილი ჯოელის წარმომადგენელმა ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონცერტი 2023 წლის 2 იანვარს ჩატარდება. 

ნახეთ ჯოელის განცხადება

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანა 2022 წლის 11 თებერვალს, ლოს-ანჯელესში. ფოტო რიჩ ფური

რიანამ  შვილის საყვარელი ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

TVORCHI - 2023 წლის ევროვიზიის კონკურსის 2023 გამარჯვებულთა პრესკონფერენცია, კიევი, უკრაინა. ფოტო ჰენადი მინჩენკო

უკრაინამ 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული კიევში თავშესაფრიდან გამოავლინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი