უკრაინამ 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული კიევში თავშესაფრიდან გამოავლინა

გამარჯვებული დუეტი TVORCHI, მაისში ევროვიზიის ყოველწლიურ კონკურსში, სხვა ქვეყნის ოცდათექვსმეტ მონაწილეს შეეჯიბრება.
TVORCHI - 2023 წლის ევროვიზიის კონკურსის 2023 გამარჯვებულთა პრესკონფერენცია, კიევი, უკრაინა. ფოტო ჰენადი მინჩენკო
TVORCHI – 2023 წლის ევროვიზიის კონკურსის 2023 გამარჯვებულთა პრესკონფერენცია, კიევი, უკრაინა. ფოტო ჰენადი მინჩენკო

უკრაინა ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მომავალ წელს, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე, წარსადგენი მონაწილეები გამოავლინა.  კონკურსანტების გამოსვლა  რუსეთთან მიმდინარე ომის გამო, კიევის თავშესაფარში შედგა, რა დროსაც გამარჯვებული, ელექტრონული მუსიკის დუეტი –  TVORCHI დასახელდა.

როგორც ცნობილია ევროვიზიის კონკურსის სიმღერის შერჩევა  Vidbir-ის მეშვეობით ხდება. კონკურსი მეტრო სადგურიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ადგილი თავშესაფრად იქცა, ამის შესახებ ინფორმაციას –  BBC და ევროვიზია ავრცელებს.  მეტრო სადგური სპეციალურად ევროვიზიის კონკურსისთვის სასცენო სივრცედ გადაკეთდა და შოუ შაბათს, 17 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში გადაიცა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ Vidbir – სრულყოფილად ჩაგვეტარებინა. ამ მნიშვნელოვანი არჩევანის ირგვლივ კიდევ ერთხელ გავაერთიანეთ უკრაინელები, რათა ევროპის უდიდესი მუსიკალური კონკურსისთვის ჩვენი მონაწილე შეგვერჩია.  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოუ თავშესაფარში ჩაგვეტარებინა, რადგან ეს უსაფრთხო გარემოს და კონკურსის შეუფერხებლად ჩატარების საშუალებას მოგვცემდა.“ – განმარტა ოქსანა სკაბინსკიმ, ევროვიზიის უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა – BBC-თან.

TVORCHI-ის წევრებმა ანდრია ჰუცულიანკმა და ჯიმოჰ ავგუსტუს კეჰენდიმ სიმღერა Heart of Steel – მოცეკვავეების თანხლებით შეასრულეს, რომელთაც ოქროსფერი აირწინაღი ეკეთათ. სიმღერის ტექსტი კი ასეთია: „არ მაინტერესებს რას ამბობ, არ მაინტერესებს რას გრძნობ, ჩამომშორდი გზიდან რადგან მე ფოლადის გული მაქვს.“

დუეტი TVORCHI –  2023 წლის ევროვიზიაზე მაისში, ლივერპულში გაემგზავრება.  შარშან, ევროვიზიის კონკურსზე, უკრაინულმა ბენდმა Kalush Orchestra  სიმღერით  Stefania – გაიმარჯვა.

ნახეთ,  TVORCHI-ს გამარჯვებული სიმღერა Heart of Steel.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი ჯოელი კონცერტს ავადმყოფობის გამო აუქმებს

შემდეგი სტატია

გვენ სტეფანის თქმით, No Doubt-ის აღდგენა შესაძლებელია: „ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი