ჯონ ქეილი თავისი ახალი ალბომის შესახებ

Velvet Underground-ის თანადამფუძნებლის სოლო ალბომი, სახელწოდებით Mercy ახალი თაობის არტისტებთან დუეტებს აერთიანებს. 

Როდესაც საუბარია როკ მუსიკისა და ავანგარდული ხელოვნების გამორჩეულ არტისტებზე, ერთ-ერთი მათგანი ჯონ ქეილია. 

ჯონ ქეილი უელსში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა. მოგვიანებით ნიუ იორკში გადავიდა. ქეილი ლა მონტე იუნგის Theater of Eternal Music-ს შეუერთდა, ხოლო ამის შემდეგ, ლუ რიდთან ერთად ცნობილი როკ ბენდი –  Velvet Underground ჩამოაყალიბა. აღსანიშნავია, რომ მისი სოლო კარიერა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჯონ ქეილი თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: The Stooges, Nico, პატი სმითი, Squeeze, ალეჰანდრო ესკოვედო და სხვები.

ამჟამად ჯონ ქეილი ლოს ანჯელესში ცხოვრობს. 9 მარტს მუსიკოსს 81 წელი უსრულდება. დაბადების დღემდე ორი თვით ადრე, ახალი ალბომი სახელწოდებით  Mercy Გამოუშვა, რომელშიც თორმეტი კომპოზიციაა შესული. Mercy-ში ინდი ჟანრის ახალი თაობის მუსიკოსებთან დუეტებია შესული. ალბომზე მუშაობისას ჯონ ქეილმა ისეთ არტისტებთან და მუსიკალურ კოლექტივებთან იმუშავა როგორებიც არიან: ლაურელი ჰალო, Animal Collective, Weyes Blood, Actress, სილვან ესო, Fat White Family, დევ ჰაინსი, თეი ში. 

Billboard-თან საუბრისას, ქეილმა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. შეეხო  Bowie-ისთან სასურველ თანამშრომლობას, რომელიც ვერასოდეს შედგა. 

Mercy მრავალ მუსიკალურ კოლაბორაციას აერთიანებს. Როგორ შედგა ახალგაზრდა არტისტებთან თანამშრომლობა?

2017 წელს, ევროპასა და შეერთებულ შტატებში Velvet Underground-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები გავმართე. ეს არტისტები სწორედ ამ პერიოდში გავიცანი. 

თქვენ თანამედროვე მუსიკას დიდ ყურადღებას უთმობთ, მაშინ, როდესაც გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ბევრი მუსიკოსი უბრალოდ იმას უსმენს, რა მუსიკაზეც გაიზარდა. როგორ აღწერთ ასეთ ცნობისმოყვარეობას?

ცნობისმოყვარეობა მეხმარება საღად ვიაზროვნო. აქტიურად ვუსმენდი Snoop-ს, Eminem-ს და Dre-ს. მომწონს Earl Sweatshirt, Tyler the Creator, ვინს სტეიპლსი და კენდრიკ ლამარი. 

როდესაც დღევანდელ ალტერნატიულ მუსიკალურ სცენას განვიხილავთ, როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს იმ მუსიკისაგან,  რომლის ჩამოყალიბების მონაწილე 60-იან წლებში იყავით?

Velvet Underground ბევრი ადამიანისათვის გამაღიზიანებელი იყო. ნიუ იორკს, განსაკუთრებით კი კლასიკური ხელოვნების მიმდევრებს, ავანგარდიზმი აღიზიანებდათ. მახსოვს ლა მონტე იუნგთან ერთად კონცერტი გავმართეთ. აუდიტორიაში ერთ-ერთი ადამიანი ყვიროდა – „შენი თავის უნდა გრცხვენოდეს, მონტე“. 

ჩვენ ყველა ბედნიერი ვიყავით, რადგან ვიცოდით, სწორ ადგილას ვიდექით. ლა მონტესა და ენდი [უორჰოლის] წრეში მოღვაწე ადამიანებს ყველა უპირატესობა ჰქონდათ. ისინი დამაჯერებლები და მიზანდასახულები იყვნენ. ვიცოდით, რომ ხალხს რაღაც უჩვეულო უნდა მიეღო ჩვენი მუსიკისგან – წინააღმდეგ შემთხვევაში, არავის დააინტერესებდა. 

ლა მონტე იუნგთან კვლავაც გაქვთ ურთიერთობა?

დაახლოებით ერთი წლის წინ ვნახე. დროდადრო გამოჩნდება და ერთმანეთთან ვიკვეთებით ხოლმე.

Სიმღერის –  Night Crawling ანიმაციური ვიდეო გამორჩეული ნამუშევარია. მასში თქვენ და დევიდ ბოუი 70-იანი წლების ნიუ იორკში მოგზაურობთ. ვიდეოს შექმნისას, რატომ წახვედით ამ მიმართულებით?

დევიდ ბოუისათვის პატივის მიგება მინდოდა. ხანდახან, არიან ადამიანები, რომლებთან მუშაობაც ძალიან გინდა, მაგრამ ხვდები, რომ ასეთი შესაძლებლობის დრო ამოიწურა. მას ჩემი ალბომის, Sabotage-ის ფარგლებში თანამშრომლობა შევთავაზე, რაც ძალიან გაუხარდა. შემდეგ საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა და  ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა. ამის გამო იმედგაცრუებული ვიყავი.

Mercy -ში შესულია კომპოზიცია – Moonstruck, რომელიც Nico-ს სიმღერის სახელწოდებაა. ნამუშევარი არტისტისადმი პატივის მიგების მიზნით დაიწერა?

არა, ასე არ ყოფილა. სანამ ტრეკს დავასრულებდი, ერთი აზრი მაწუხებდა – ვგრძნობდი, რომ ის ვიღაცას მახსენებდა, თუმცა არ ვიცოდი – ვის. როცა სიმღერა დავასრულე, უკვე ცხადი გახდა – ეს Nico იყო. აღმოჩნდა, რომ სწორედ მასზე ვსაუბრობდი ამ კომპოზიციაში. 

წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობთ. რას გრძნობთ ხოლმე უელსში დაბრუნებისას – იქ, სადაც დაიბადეთ?

ეს ყოველთვის დიდი სიურპრიზია. როცა უელსში კონცერტს ვატარებ, ახალგაზრდა მუსიკოსებს ვხვდები. ეს არტისტები ძალიან ნიჭიერები არიან. კონცერტი მქონდა  Welsh Sinfonia-სთან ერთად, ძალიან კარგები არიან და მათმა მუსიკამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

ალბათ ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, როცა უელსში ცხოვრობდით.

უელსში ცხოვრებისას როკ ბენდის ჩამოყალიბება ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. ეს დამთრგუნველი იყო. გადავწყვიტე, რომ ავანგარდი უკეთესი არჩევანი იქნებოდა. როცა ლონდონში ჩავედი, აღმოვაჩინე, რომ უელსის მსგავსად ლონდონშიც აღიზიანებდათ ის მუსიკა, რომელიც მე მაინტერესებდა. თანამედროვე უელსში ბევრი წარმატებული კომპოზიტორია. ეს არის ახალგაზრდა კომპოზიტორთა ტალღა, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც თავად უნდათ და დღევანდელ დღეს ეს მუშაობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კეტი პერი ბილი აილიშთან მუშაობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას დიდ შეცდომას უწოდებს

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი 2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი