მერლინ მენსონს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან

სავარაუდო ინციდენტი თექვსმეტი წლის მოზარდის მონაწილეობით 1990-იან წლებში მოხდა.
მერლინ მენსონი The Art Of Elysium-ის მე-13 ყოველწლიურ სადღესასწაულო ღონისძიებაზე. 2020 წლის 4 იანვარი – ლოს-ანჯელესი. ფოტო: ლეონ ბენეტი

სტატიის ბოლოსთანდართულია მერლინ მენსონის ადვოკატისჰორვარდ კინგის განცხადებარომელიც ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მან Billboard-ს გამოუგზავნა.

მერლინ მენსონს სექსუალურ ძალადობაში ბრალი ედება. პირმა რომელმაც ანონიმურად არჩია ყოფნა, სახელით „ჯეინ დოე“ ამტკიცებს, რომ მომღერალმა კარიერის დასაწყისში არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.

მერლინ მენსონზე – იგივე ბრაინ უორნერზე საჩივარი ნასაუს ოლქის უზენაეს სასამართლოში შევიდა, რომელიც სექსუალურ ბრალდებას, ემოციური და მორალური სტრესის განზრახ მიყენებას გულისხმობს.

სარჩელში ნათქვამია, რომ იმ პერიოდში გოგონა თექვსმეტი წლის იყო. მომღერალს იგი 1995 წელს დალასის შოუს შემდეგ შეხვდა, რა დროსაც მენსონმა ის და თანმხლები გოგონა ტურნესთვის განკუთვნილ ავტობუსში მიიწვია.

მერლინ მენსონის პრეს სპიკერმა „ჯეინ დოეს“ სარჩელზე კითხვას არ უპასუხა.მენსონის ადვოკატმა ჰოვარდ კინგმა კი განცხადება გამოაგზავნა, რომელსაც ბილბორდი სტატიის ბოლოს გთავაზობთ.

სარჩელში მერლინ მენსონის დამცინავი და ცინიკური მიდგომაცაა აღწერილია, სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ მენსონი მოსარჩელეს დაემუქრა, რომ თუ ვინმეს ამ ამბის შესახებ გაიგებდა მოკლავდა მასაც და მის ოჯახის წევრებსაც.

მერლინ მენსონი სექსუალურ, ემოციურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ათზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა. მათ შორის არის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი, რომელიც HBO-ს დოკუმენტური ფილმის Phoenix Rising-ის მონაწილეა.

მენსონის ერთ-ერთი ბრალმდებელი მსახიობი ესმე ბიანკოც იყო. მან სექსუალური ძალადობის სარჩელის შეწყვეტას ხელი მოაწერა. ცოტა ხნის წინ კი, მოსამართლემ მოდელ ეშლი მორგან სმიტლაინის კიდევ ერთი სარჩელი სექსუალური ძალადობის შესახებ არ დააკმაყოფილა. გასულ წელს, მაისში, ლოს-ანჯელესის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ, მენსონის ყოფილი პირადი ასისტენტის სარჩელი, სექსუალური ძალადობის და განზრახ ემოციური სტრესის მიყენების ბრალდებით ასევე არ დააკმაყოფილა. მენსონმა ყველა ბრალდება უარყო.

„ჯეინ დოეს“ სარჩელში ნათქვამია, რომ მერლინ მენსონი ინციდენტის შემდეგ მოზარდს ინტერნეტით ხშირად ურეკავდა, ესაუბრებოდა და ფოტოების გაგზავნას სთხოვდა. იმავე წელს, მოსარჩელეს მტკიცებით ისინი ნიუ ორლეანში შეხვდნენ, რა დროსაც მუსიკოსმა მასზე სექსუალურად კვლავ იძალადა. „ჯეინ დოეს“ თქმით თვრამეტი წლის ასაკში, 1999 წელს ის მერლინ მენსონის შოუს ნიუ ორლეანში დაესწრო, იგი მუსიკოსს ტურნეში გაჰყვა და ამ ხნის განმავლობაში მენსონი ხშირად სთავაზობდა ნარკოტიკებს და სექსუალურად ავიწროებდა.

ნახეთ მენსონის ადვოკატის ჰოვარდ კინგის განცხადება ბრალდებების საპასუხოდ: ბრაიან უორნერი ამ პიროვნებას არ იცნობს და არ ახსოვსთუ ოდესმე ამ ოცდარვა წლის განმავლობაში შეხვედრიაგამომდინარე აქედან ბუნებრივიაარასდროს ჰქონია მასთან ინტიმური ურთიერთობამოსარჩელე ორ წელზე მეტია თავის შეთხზულ ზღაპრებს პოდკასტებში და ახალ ამბებში ავრცელებსთუმცა ყველაზე მინიმალური დაკვირვებაც კი ცხადყოფსრომ იგი მუდმივად ცვლის ისტორიებს და ეს ისტორიები ერთმანეთში აშკარად შეუსაბამოათუ ვინმე შეადარებს მის ახალ საჩივარსწინა ინტერვიუების

შინაარსნათლად დაინახავს მანკიერ სიცრუეს და შეუსაბამო ინფორმაციასცხადია ბრაიანი არ ადასტურებს ამ ფაქტებს და სასამართლოც არ დაადასტურებს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოზი ოზბორნი ფოტო: როს ჰალიფი

ოზი ოზბორნი ტურნეს ხერხემლის დაზიანების გამო ვეღარ გააგრძელებს

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონი - 1988 წელი: ფოტო კევინ მაზური

მაიკლ ჯექსონის ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი მომღერალს ბიოგრაფიულ ფილმში განასახიერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი
Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული - Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მეტი

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი