კიმ პეტრასმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, ვინც „გრემი“ მიიღო

კიმ პეტრასმა 2023 წლის „გრემის“ მუსიკალურ დაჯილდოებაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან ოქროს გრამოფონი სემ სმითთან ერთად შესრულებული სიმღერის, Unholy-სათვის დაიმსახურა. ამ გამარჯვებით, კიმ პეტრასი პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, ვინც პოპ დუეტის/ჯგუფის საუკეთესო შესრულებისათვის „გრემი“ მიიღო. 

„დიდი მადლობა ყველას. ეს ჩემთვის დაუჯერებელი მოგზაურობა იყო. სემს სურდა, ჯილდო მე მიმეღო, რადგან პირველი ტრანსგენდერი ქალი ვარ, რომელმაც „გრემი“ მოიგო. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ტრანსგენდერ ლეგენდებს, ვინც ჩემამდე ეს კარი შეაღეს და შესაძლებლად აქციეს, რომ ამაღამ აქ ვმდგარიყავი. 

კიმ პეტრასმა თავის სიტყვაში პატივი მიაგო მუსიკოს Sophie-ს –  არტისტს, რომელიც 2021 წლის იანვარში 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

„ჩემი მეგობარი სოფი, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა, მუდამ მეუბნებოდა, რომ ეს დღე დადგებოდა და ჩემი ყოველთვის სჯეროდა. გაღმერთებ და მუდამ ინსპირაცია იქნები ჩემი მუსიკისათვის.“ – თქვა პეტრასმა. მომღერალმა LGBTQ+ თემის უფლებების მხარდაჭერისათვის განსაკუთრებულად  მოიხსენია მადონა. „ვფიქრობ, მადონას გარეშე აქ ვერ ვიქნებოდი“ – აღნიშნა კიმ პეტრსმა.

2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„გრემის“ ცერემონიაზე მუსიკალური ნომრის შესრულებისას, ჰარი სტაილსი სცენაზე გამორჩეული იმიჯით წარდგა

შემდეგი სტატია

2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი