P!nk კომენტარებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ მან კრისტინა აგილერას ჩრდილი მიაყენა

„მე კრისტინას ტუჩებში ვაკოცე. მისი უკანალის კოცნა არ მჭირდება.”
P!nk
Ebru Yildez

P!nk კომენტარებს პასუხობს იმის შესახებ, რომ მან ჩრდილი მიაყენა ყოფილ პარტნიორს კრისტინა აგილერას.  

მომღერალმა Lady Marmalade-ის ვიდეოს შეფასებისას თქვა: „ეს არც ისეთი სახალისო იყო. მე მხოლოდ გართობა  მაინტერესებს. იქ კი უფრო აურზაური იყო. თუმცა კიმი და მაია საყვარლები იყვნენ.”

ინტერნეტში ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ P!nk-მა „საყვარლების” სიიდან კრისტინა აგილერა განზრახ გამოტოვა, რითაც მას ჩრდილს აყენებდა. კომენტარებს თავად P!nk გამოეხმაურა:

„ყველანი სულელები ხართ. თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ არავის არ ვაყენებ ჩრდილს იმის მოყოლით, რაც რეალურად მოხდა. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი დრამა. თუ აქამდე არ შეგიმჩნევიათ, ცოტა დაკავებული ვარ გაყიდვით. გაყიდვაში ვგულისხმობ ბილეთებს და ალბომებს. და კიდევ, მე კრისტინას ტუჩებში ვაკოცე. მისი უკანალის კოცნა არ მჭირდება.”

წლების წინ P!nk-მა აღიარა, რომ Lady Marmalade-ში მისი და კრისტინას ეგოები ერთმანეთს დაეჯახა. 

„ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ძალიან ახლები ამ ყველაფრისთვის. მე ვფიქრობდი, რომ მე ვარ პირველი. ის ფიქრობდა, რომ ის არის პირველი,” – თქვა მომღერალმა 2017 წელს. 

ნახეთ P!nk-ის პოსტები კრისტინა აგილერაზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი - კევინ მაზურის არქივი

Rolling Stones მომავალ ალბომში პოლ მაკარტნის მონაწილეობას ადასტურებს

შემდეგი სტატია

ჯეკ უაიტი Saturday Night Live-ს მეხუთედ ესტუმრა და 2022 წლის ალბომებში შესული კომპოზიციები შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი