სტენლი კლარკი საქართველოს ბექა გოჩიაშვილისთვის მადლობას უხდის

ოთხი გრემის მფლობელი ჯაზის მსოფლიო ლეგენდა ქართველი მუსიკოსის პოსტს გამოეხმაურა.
ბექა გოჩიაშვილი

„ერთი სული გვაქვს, როდის გნახავთ. მადლობა, საქართველო, რომ ამ კაცის შექმნაში მიიღე მონაწილეობა!!!!!” – ეს კომენტარი, არც მეტი, არც ნაკლები, სტენლი კლარკს ეკუთვნის და მისი ადრესატი ბექა გოჩიაშვილია. რამდენიმე საათის წინ ქართველმა პიანისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ტოვებს და აშშ-ში მიემგზავრება. სწორედ ამ პოსტზე გამოეხმაურა მას ჯაზის მსოფლიო ლეგენდა და ოთხი გრემის მფლობელი ბასისტი სტენლი კლარკი.

ბექა გოჩიაშვილი უკვე მრავალი წელია სტენლი კლარკთან თანამშრომლობს და მის ბენდთან ერთად უკრავს. ახლაც ქართველი მუსიკოსი სწორედ ლეგენდარულ ჯაზმენთან და მის ბენდთან (4Ever) ერთად მიდის მსოფლიო ტურნეში, რომელიც 24 მარტს აშშ-ში აიღებს სტარტს. ტურნეს ფარგლებში ბენდი მაისში საქართველოსაც ეწვევა და თბილისის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს.

ნახეთ ბექა გოჩიაშვილის პოსტი და სტენლი კლარკის კომენტარი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„რადიოსადგური ვარ, რომელიც საზღვრებიდან მაუწყებლობს“ –  ინტერვიუ ზურა ჯიშკარიანთან

შემდეგი სტატია

Lua-მ ახალი სინგლი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი