Lua-მ ახალი სინგლი წარადგინა

მალე Lua ახალ EP ალბომს გამოუშვებს, რომელიც სამ სინგლს გააერთიანებს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია Aquarium.
Lua

მუსიკოსმა Lua–მ ახალი ახალი სინგლი, სახელწოდებით Aquarium გამოუშვა. არტისტმა ეს კომპოზიცია სახლში ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ Aquarium-ის პროდიუსერი თავად Lua არის. ელექტრო გიტარის პარტირება მუსიკოს გიორგი ხვიტიას ეკუთვნის, ხოლო სინგლისათვის ვიზუალური ნამუშევარი ლისა ღლონტმა შექმნა. 

Lua, მუსიკოსი:

„Aquarium ექვსი წლის წინ დავწერე, თებერვალში კი ჩავწერე. სიმღერის შინაარსზე არ ვსაუბრობ, რადგან ის ძალიან პერსონალურია. სინგლის არტვორქზე პატარა ასოებია გამოსახული – ეს ჩემი უახლოესი მეგობრის, ლისა ღლონტის ნამუშევარია. ეს ანბანი სწორედ ლისამ შექმნა და ერთგვარი საიდუმლო დამწერლობაა. ამ ანბანით სწორედ სიმღერის ისტორია წერია, თუმცა, მისი წაკითხვა არავის შეუძლია.“  

როგორც Billboard საქართველოსთან საუბრისას Lua აღნიშნავს, სიმღერის სახლში ჩაწერამ და არანჟირებაზე მუშაობამ დიდი შემოქმედებითი თავისუფლება მისცა.

„აქამდე არ მქონდა საშუალება, რომ სახლში შესაბამისი სტუდიური გარემო მომეწყო და თავად მემუშავა სიმღერის ჩაწერაზე. როცა ეს შევძელი, აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესია – მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მომცა და პროცესიც უფრო ინსპირაციული გახდა. ამ დროს შენს მუსიკასთან მარტო ხარ, ყველა გამოწვევას თავად უმკლავდები და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.“ – Lua.

მალე Lua ახალ EP ალბომს გამოუშვებს. Fuck – ასე ჰქვია დაანონსებულ EP-ის და ის სამ სინგლს აერთიანებს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია Aquarium. 

„სამივე სინგლი საავტოროა. სიმღერები ჟღერადობით განსხვავდება, თუმცა ისინი ძალიან პერსონალური შინაარსის და ისტორიის მატარებელია.” – Lua. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სტენლი კლარკი საქართველოს ბექა გოჩიაშვილისთვის მადლობას უხდის

შემდეგი სტატია

MokuMoku Off The Record

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი