ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭების“ ლაივ კონცერტი დედაენის ბარში

“სოციალურ თემატიკაზე სიმღერების წერისას ძირითადად ახალი ამბების მოსმენის შემდეგ მოდის ხოლმე ინსპირაცია. ისეთი გაურკვეველი ემოცია გეუფლება, არ იცი, გაბრაზდე თუ გაიცინო. გაბრაზებული სიმღერების წერა არ მიყვარს და ვცდილობ იუმორით ვწერო. “ – ბაჩო ჯიქიძე
ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭების“ ლაივ კონცერტი დედაენის ბარში
ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭების“ ლაივ კონცერტი დედაენის ბარში

4 თებერვალს დედაენის ბარში თავბრუდამხვევი მუსიკალური ქარიშხალი დატრიალდა, სადაც აუდიტორიის წინაშე ბაჩო ჯიქიძე „ესთეტ ბიჭებთან“ ერთად წარსდგა. ბენდის შემადგენლობაში არიან: ლადო გიგაია – გიტარა, ავთო ირემაშვილი – გიტარა, დათა წერეთელი – კლავიში, ბექა ჩხარტიშვილი – ბასი და გიგი კობერიძე დრამი. ლაივ კონცერტზე მუსიკოსის მეგობრებმა – პიანისტმა თორნიკე ჯაფიაშვილმა და ბენდ „დაგდაგანის“ – სოლისტმა ცოტნე გორგოშიძემაც მიიღეს მონაწილეობა.

ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭები“
ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭები“

„ბიჭები ვინც ჩემთან ერთად უკრავენ დათა წერეთლის გამოკლებით ბენდ On The Road-ის წევრები არიან, რომლებიც სიმღერებს ინგლისურად მღერიან. 

წინა ლაივი ოქტომბერში გვქონდა, კარგი ლაივი გამოვიდა, თუმცა უკმარისობის გრძნობა გვქონდა და გვინდოდა გაგვემეორებინა, ის სიმღერები, რომელიც წინა ლაივის დროს ვერ მოხერხდა რომ გვემღერა ახლა შევასრულეთ. ახალ სიმღერებს რაც შეეხება, ყველა ლაივზე ახალ სიმღერას ვუკრავთ, ყოველთვის ვცდილობთ მსმენელს რაღაც ახალი შევთავაზოთ.“ – ბაჩო ჯიქიძე

ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭები“
ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭები“

ბაჩო ჯიქიძის სიმღერის ტექსტებს სოციალური იუმორი და მელანქოლიური მოტივი გასდევს, სადაც ხშირია პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ რელიგიური სატირა.

„სიმღერების წერისას ინსპირაციის ნაწილი ლიტერატურიდან მოდის, რომანიდან, ლექსიდან. თუმცა სოციალურ თემატიკაზე სიმღერების წერისას ძირითადად ახალი ამბების მოსმენის შემდეგ მიჩნდება ხოლმე სიმღერის წერის ინსპირაცია. ისეთი გაურკვეველი ემოცია გეუფლება, არ იცი გაბრაზდე თუ გაიცინო. გაბრაზებული სიმღერების წერა არ მიყვარს და ვცდილობ იუმორით ვწერო. ვფიქრობ იუმორის გამოყენება ამ მიმართულებით უფრო ეფექტურია. დანარჩენი ინსპირაცია ურთიერთობებიდან, ადამიანების მოყოლილი ისტორიებიდან მოდის. მაგალითად სიმღერა „მე გადავწყვიტე გავმხდარიყავი რელიგიური“ –  ეს ტექსტი მეგობართან საუბრის შემდეგ დავწერე.“ – ბაჩო ჯიქიძე

ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭები“

მუსიკოსი სამომავლოდ ლაივ სესიების და სტუდიური ჩანაწერების გამოშვებასაც აპირებს, რომელიც ლაივ კონცერტებიდან გამომდინარე შეიქმნება. 

„ლაივ კონცერტების შემოსავალი გვინდა კლიპის გადაღებას მოვახმაროთ. დღევანდელი ლაივი იწერება და სიმღერებსაც ვწერთ სტუდიურად, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე გვინდა განვათავსოთ. ვაპირებთ სტუდიური ჩანაწერების გაკეთებას და ლაივ სესიების და სტუდიური სიმღერების გამოშვებაც იგეგმება, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებთ.”  – ბაჩო ჯიქიძე

მოუსმინეთ ბაჩო ჯიქიძეს – სიმღერა „მე ვანგრევ კარს“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიტრი სამოცდამეხუთე გრემის დაჯილდოებაზე 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია: ფოტო მეთ ვინკელმეიერი

2023 წლის გრემის დაჯილდოება – წითელი ხალიჩა, ნახეთ ფოტოები

შემდეგი სტატია

Papsa – Melqo-ს განსხვავებული პაპსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

„ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მსოფლიოს წამყვანი ორკესტრი საქართველოს პირველად ეწვია.
მეტი

პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში კონცერტების სერია გაიმართება

28 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით მსმენელის წინაშე ქართველი და პოლონელი მუსიკოსები წარდგებიან.
მეტი

Starring Georgia-ს ფარგლებში Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

პირველად საქართველოში მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს ჯგუფის ისეთი კომპოზიციების განახლებულ ვერსიებს, როგორიც არის Teardrop, Unfinished Sympathy და Paradise Circus.
მეტი

OneRepublic – მსოფლიო ჰიტების ავტორი ბენდი Starring Georgia-ს სცენაზე

მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე გამოჩენიდან დღემდე ბენდმა 16 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და შეძლო, რომ ყველა ალბომში წარედგინა ისეთი ტრეკი, რომელიც მსოფლიო ჰიტი ხდებოდა.
მეტი

თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ და პიანისტმა თამარ ლიჩელმა ინდოეთში კონცერტი გამართეს

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსა და ინდოეთის ორკესტრების ურთიერთთანამშრომლობა შედგა.
მეტი