Club Iveria ლეგენდარულ ბენდ INCOGNITO-ს კონცერტს წარმოგიდგენთ

Republic Event Hall-ის სცენაზე ბრიტანული Acid Jazz ბენდი მსმენელის წინაშე 11 მაისს წარდგება.

ჯაზის, ფანკისა და სოულის საოცარი კომბინაციით შექმნილი ბენდი INCOGNITO 1979 წელს ჟან-პოლ ბლეიმ და პოლ უილიამსმა დააარსეს. ბენდმა დიდი ბრიტანეთის Acid Jazz-ის სფეროში მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი.

INCOGNITO ცნობილია თავისი ხმაურიანი ბას-ჟღერადობითა და რთული ინსტრუმენტული არანჟირებით, რომელსაც თან შთამბეჭდავი ვოკალი ერთვის.

ბენდი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან სტივი უანდერი, მაისა ლიკი, ჯოსლინ ბრაუნი, Imaani, ჯორჯ ბენსონი და სხვები. ბენდის ლიდერმა და მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ  ჟან-პოლ ბლეიმ, ჯგუფის წევრების ინდივიდუალური შესრულება INCOGNITO-ს მთავარ ხმოვანებას მოარგო და ყველა თაობისთვის საყვარელი ნამუშევრები შექმნა, რომლებიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს.

2013 წლის ექსკლუზიური ინტერვიუ INCOGNITO-ს დამფუძნებელ Bluey aka Jean-Paul Maunick-თან.

INCOGNITO-ს მრავალი ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის ისეთი ცნობილი ჰიტ-ქავერები, როგორიც არის Don’t You Worry ‘Bout A Thing,  Always There.

1991 წლის ალბომ Inside Life-ში შესული ჰიტის, Always There-ის დახმარებით INCOGNITO პოპულარული გახდა, როგორც ცოცხალი მუსიკის, ასევე საკლუბო სივრცეში.

2021 წელს ფანქის პიონერებმა სადებიუტო ალბომის, Jazz Funk-ის გამოცემის 40 წლის იუბილეს აღსანიშნად 106-ტრეკიანი რეტროსპექტივა და მუსიკალური კლიპი სახელწოდებით You are in My System გამოსცეს. 

INCOGNITO კომპანია Eastern Promotions-ის ორგანიზებით გასულ წლებშიც სტუმრობდა საქართველოს.  წელს კი ბენდი კიდევ ერთხელ ელოდება ქართველ მსმენელთან შეხვედრას, სადაც  თავის საუკეთესო ჰიტებს და ახალ კომპოზიციებს შეასრულებს, მსმენელს კი დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება. პროექტის პარტნიორები Eastern Promotions, Republic Event Hall და Silk Hospitality არიან.

ბილეთების შეძენა კი Tkt.ge-ს ვებ გვერდზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Starring Georgia-ს ფარგლებში Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

MokuMoku-ს და Aine Merme-ს ერთობლივი სინგლი Pressure

შეიძლება დაგაინტერესოთ

ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე 13-14 იანვარს ბექა გოჩიაშვილი ახალი პროექტით წარდგება, მასთან ერთად კი მსოფლიო დონის მუსიკოსები დაუკრავენ: Blaque Dynamite, Joe Cleveland და ლუკა თოფურია.
მეტი

მედიკამენტის გვერდითი მოვლენის გამო მორისიმ კალიფორნიის კონცერტები გააუქმა

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დანიშნულ სამკურნალო საშუალებაზე გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია გახდა.
მეტი

„საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის” და „კულტურა დემოკრატიისთვის” ორგანიზებით რუსთაველზე ახალი წლის ღამეს საპროტესტო კონცერტი გაიმართება

საპროტესტო კონცერტში სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსები მონაწილეობენ.
მეტი
ბონომ და იმელდა მეი დუბლინში გამართულ ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე ფოტო: კონორ ო’მირაინი / PA Images / Getty Images

U2-ის Bono-მ და იმელდა მეიმ დუბლინში ყოველწლიურ საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე, სიმღერა Christmas (Baby Please Come Home) შეასრულეს

ეს საშობაო ტრადიცია უკვე თხუთმეტი წელია, გრძელდება და წელს დუბლინში უსახლკარო ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაციის - Dublin Simon Community-ს დასახმარებლად გაიმართა
მეტი