ნახეთ: ოლივია როდრიგოს გრემის ჯილდო დაუვარდა და გაუტყდა

ფოტო: Francis Specker/CBS via GI

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ოლივია როდრიგომ ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის რიგით 64-ე დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაციიდან სამში: საუკეთესო ახალბედა არტისტი, წლის საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი და საუკეთესო პოპ სოლო შესრულება გაიმარჯვა. 19 წლის ოლივია ცერემონიის შემდეგ ჯილდოებით ხელში კამერების წინ პოზირებდა, როდესაც ერთ-ერთი ოქროს გრამოფონი დაუვარდა და გაუტყდა.

“არა უშავს, ზარალს აანაზღაურებ, ჩვენ გვაქვს შენი საბანკო მონაცემები. ახლა შენ ორი გრემი გაქვს”, – ეხუმრებოდნენ 19 წლის მუსიკოსს ფოტოგრაფები.
ფოტო: David Becker/GI

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს გრემის ჯილდო როდრიგოს კერპს, ტეილორ სვიფტსაც დაუვარდა, როდესაც საუკეთესო ალბომის კატეგორიაში სტუდიური ნამუშევრით Fearless გაიმარჯვა.

მომღერალმა და მსახიობმა, ოლივია როდრიგომ პოპულარობა Disney-ს სატელევიზიო შოუებში Bizaardvark და High School Musical: The Musical: The Series მონაწილეობით მოიპოვა. რაც შეეხება მუსიკალურ საქმიანობას, მან საყოველთაო აღიარება 2021 წელს გამოშვებული სადებიუტო, ოთხმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლით Drivers License დაიმსახურა, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილზე გავიდა და არტისტს საუკეთესო პოპ სოლო შესრულების კატეგორიაში გრემის ჯილდო მოუტანა. ოლივიას კიდევ ორი გრემი აქვს მიღებული საუკეთესო ახალბედა არტისტისა და წლის პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიებში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: The Weeknd ვიდეორგოლს Out of Time ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ალიშა ქისი კლიპს City of Gods (Part II) ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Pop Shop-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში განიხილეს მომენტი, როცა ოსკარის დაჯილდოებაზე KPOP DEMON HUNTERS-ის გუნდს სიტყვა შეაწყვეტინეს

Billboard Pop Shop Podcast არის პლატფორმა ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება.
მეტი

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი

2026 წლის Billboard Women in Music-ზე ტეიანა ტეილორი, ტეიტ მაკრეი, ელა ლანგლი და სხვა მუსიკოსები დაჯილდოვდებიან

ცერემონიაზე ასევე პრიზები გადაეცემათ: კეილანს, ლეივეის, Mariah the Scientist-ს, ზარა ლარსონსა და თალიას.
მეტი