ნახეთ: The Weeknd ვიდეორგოლს Out of Time ავრცელებს

ფოტო: Rich Fury/GI

ცნობილი ამერიკელი პოპ შემსრულებელი The Weeknd კომპოზიციაზე Out of Time გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს, რომელშიც სატელევიზიო შოუს Squid Game ვარსკვლავი, ჰოიონ იუნგი და მსახიობი ჯიმ ქერი მონაწილეობენ.

The Weeknd-ის ჰიტებმა Blinding Lights და Starboy ბრილიანტის სტატუსი დაიმსახურეს

კლიპის სიუჟეტის თანახმად, უიქენდი და იუნგის პერსონაჟი ერთმანეთს ლიფტში ხვდებიან. საღამოს კი სვამენ, ცეკვავენ და მღერიან, თუმცა, მათი გართობა ჯიმ ქერის ხმის გაჟღერებისთანავე სრულდება.

“არც კი გაბედო, ციფერბლატს შეეხო, რადგან, როგორც სიმღერა ამბობს, დრო ამოგეწურა”, – ამბობს ქერი.

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. წარმატებული აღმოჩნდა მუსიკოსის ალბომები Starboy და After Hours, რომლებმაც ჩარტებში ლიდერი პოზიციის გარდა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. დღეისთვის ბოლო, მეხუთე ნამუშევარი Dawn FM უიქენდმა 2020 წლის იანვარში გამოუშვა. ოთხი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: მუსიკოსები, რომლებმაც გრემიზე BTS-ის წევრებთან ფოტოები გადაიღეს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ოლივია როდრიგოს გრემის ჯილდო დაუვარდა და გაუტყდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი