ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მეორედ დაინიშნენ

ფოტო: Pascal Le Segretain/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი მეორედ დაინიშნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა თავისი ვებგვერდის onthejlo.com გამომწერებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუზიარა. მათი პირველი ნიშნობა 20 წლის წინ შედგა, თუმცა მოგვიანებით წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 

“აღფრთოვანებული ვარ იმ ამბით, რაც უნდა გითხრათ. მის გასაგებად ჩემს ვებსაიტზე უნდა შეხვიდეთ, რომელიც შიდა წრისთვის შევქმენი”, – აღნიშნა მომღერალმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

საზოგადოება ბენისა და ჯეილოს შერიგების შესახებ 2021 წლის აპრილში ალაპარაკდა, როდესაც წყვილი, ლოპესის ალექს როდრიგესთან დაშორების შემდეგ, სხვადასხვა ადგილას შენიშნეს. ჭორები მათ ამავე წლის სექტემბერში დაადასტურეს, როდესაც ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ.

ჯენიფერი სამჯერ გახლდათ დაქორწინებული – ოჯანი ნოაზე, კრის ჯადსა და მარკ ენტონიზე. ამ უკანასკნელთან მას 14 წლის ტყუპი, ემი და მაქსი შეეძინა. ხოლო ბენ აფლეკს მსახიობ ჯენიფერ გარნირთან სამი შვილი ჰყავს: 16 წლის ვაიოლეტი, 13 წლის სერაფინა და 10 წლის სამუელი.

“ბენთან ყოფნით იღბლიანი, ბედნიერი და ამაყი ვარ. ეს არის ლამაზი სიყვარულის ისტორია, რომელსაც მეორე შანსი მივეცით”, – აღნიშნა ჯეილომ გამოცემასთან People ინტერვიუში.

მსახიობმა და მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა სადებიუტო სტუდიური ალბომი “On the 6” 1997 წელს გამოუშვა, თუმცა განსაკუთრებული წარმატება მის ნამუშევარს J to tha L–O! The Remixes ხვდა წილად. ის ისტორიაში პირველი რემიქს ალბომი გახდა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა. ჯეილოს კარიერის განმავლობაში 70 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემამ Time ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯეკ ჰარლოუ Kids’ Choice Awards-ზე პერფორმანსით წარდგა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების ნომინაციები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი