ნახეთ: კამილა კაბეიო და უილოუ კლიპს Psychofreak ავრცელებენ

კუბური წარმოშობის მომღერალი, კამილა კაბეიო მუსიკოს უილოუ სმიტთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციაზე Psychofreak გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სიმღერა კამილას რიგით მესამე ალბომში Familia შედის, რომელიც გაყიდვაში 8 აპრილს ჩაეშვა.

ნახეთ: კამილა კაბეიომ SNL-ში Psychofreak და Bam Bam იმღერა

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში კაბეიო 2016 წელს თავისი ყოფილი ჯგუფის Fifth Harmony დაშლის შესახებაც საუბრობს:

 “მეუბნებიან, რომ ძველი კამილა ენატრებათ. მე ამ საქმეში 15 წლიდან ვარ. არ ვადანაშაულებ გოგოებს იმაში, რაც მოხდა”. 
უილოუ კი მისამღერში ამბობს:
“მინდა, სხვების მსგავსი ვიყო, მაგრამ არავის ვგავარ”.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული სინგლები Havana და Senorita გამოდგა, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცნენ. პირველმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო პირველი ესპანურენოვანი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

ხოლო ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის უმცროსმა შვილმა, უილოუმ მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Ardipithecus გაავრცელა. სმიტს ამ დრომდე ოთხი სტუდიური და ერთი კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოცემული. ჟურნალმა Time შემსრულებელი 2021 წლის ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების ნომინაციები

შემდეგი სტატია

ნახეთ: კალიფორნიაში ტრევის სკოტის ალბომის Utopia ბილბორდები გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი