Brockhampton-მა Coachella-ზე უკანასკნელი ალბომი დააანონსა

ფოტო: Dania Maxwell/Los Angeles Times/GI

კალიფორნიაში, ქალაქ ინდიოში ფესტივალ Coachella-ს პირველი ნაწილი ჩატარდა. შაბათს საჰარა სთეიჯი პოპულარულმა ტექსასურმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Brockhampton დაიკავა. ჯგუფის წევრები სცენის წინ შეკრებილი მაყურებლების წინაშე 20:25 საათზე გამოჩნდნენ. მათ Adidas Originals-ის ქურთუკები ეცვათ, რომლებსაც უკანა მხარეს ეწერა: “ყველაფერი კარგი უნდა დასრულდეს”. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებამ მიმდინარე წლის იანვარში “განუსაზღვრელი ვადით შემოქმედებითი პაუზა” აიღო.

მუსიკოსებმა შოუზე თავიანთი ძველი და ახალი ჰიტები შეასრულეს, მათ შორის: Sweet, Bleach და Sugar. კონცერტის მიმდინარეობისას დამსწრეებს კოლექტივის ერთ-ერთმა წევრმა, მერლინ ვუდმა მიმართა.

“გამარჯობა, მე მერლინი ვარ. მინდოდა, მეთქვა, რომ მიყვარხართ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არ არის დაბრუნება, ჩვენ არ დავბრუნდებით”, – აღნიშნა მან და ტრეკის Bankroll შესრულება დაიწყო.

პერფორმანსის მსვლელობისას, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე მოკლე ვიდეო გავიდა, რომელშიც გაერთიანების ლიდერმა, კევინ აბსტრაქტმა “ბროქჰემფთონის” უკანასკნელი ალბომი დააანონსა. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 2022 წელს ჩაეშვება.

Brockhampton ტექსასში 2015 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს დღემდე 6 სტუდიური ალბომი, ოფიციალური მიქსტეიპი All-American Trash და კომპილაციური ჩანაწერები აქვს გამოშვებული. გაერთიანების მეოთხე სტუდიური ჩანაწერი Iridescence ჩარტის Billboard 200 სათავეში მოხვდა. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Gold, Sweet, Boogie და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tekashi 6ix9ine-ს კომპანია Streamusic სასამართლოში უჩივის

შემდეგი სტატია

ქენდრიქ ლამარი ახალ ალბომს 13 მაისს გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი