ქენდრიქ ლამარი ახალ ალბომს 13 მაისს გამოუშვებს

ფოტო: Paras Griffin/GI

გავლენიანი კომპტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი ქენდრიქ  ლამარი ახალ ალბომს Morale & The Big Steppers აანონსებს, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 13 მაისს ჩაეშვება. მუსიკოსმა ტვიტერზე ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი გააზიარა, რომელსაც თავისი ვებგვერდის ბმული oklama.com მიუთითა.

“ქენდრიქ ლამარი ოფიციალურად გავიდა პენსიაზე”, – წერდა სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ვებგვერდ oklama.com-ზე ორი ფოლდერია განთავსებული. ერთ-ერთ მათგანში კი ლამარის განცხადება გვხვდება:

“ეს განცხადება დღეს, ლოს ანჯელესის დროით, დილის 11:00 საათზე გამოქვეყნდა მედიაპლატფორმა PGLang-ის დამფუძნებლის მიერ oklama-ს მეშვეობით. ალბომი: Mr. Morale & The Big Steppers, თარიღი: 5/13/2022. ყველა ფაქტობრივი ინფორმაცია ჩანაწერთან დაკავშირებით მხოლოდ ამ ვებგვერდით გავრცელდება”.

აღსანიშნავია, რომ მედიაპლატფორმა PGLang, რომელშიც ლეიბლი და გამომცემლობა ერთიანდება, რეპერმა პარტნიორ დეივ ფრისთან ერთად დააარსა. მასში მხოლოდ ორი არტისტი, ქენდრიქის ბიძაშვილი Baby Keem და ლოს ანჯელესელი Tanna Leone წევრიანდებიან. ხმის ჩამწერ სტუდიას ასევე უთანამშრომლია ჯორჯა სმიტთან, იარა შაჰიდისთან, ბრენტ ფაიაზთან და მოდის სახლთან Calvin Klein.

ქენდრიქ ლამარმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2012 წლის ალბომით Good Kid, M.A.A.D City გაიცნო. სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე ნამუშევრის გავრცელების შემდეგ მუსიკოსს თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტი უწოდეს. შემსრულებლის მესამე ალბომმა To Pimp a Butterfly ჩარტში Billboard 200 პირველი ადგილი დაიმსახურა, ხოლო 2017 წელს გავრცელებულმა ჩანაწერმა DAMN. პულიცერის პრემია მიიღო. ცნობილია, რომ 14 გრემის მფლობელი ქენდრიქის ალბომი Mr. Morale & The Big Steppers ბოლო ნამუშევარი იქნება, რომელიც ლეიბლზე TopDawg Entertainment გამოიცემა. არტისტი ასევე სუპერჯგუფის Black Hippy წევრია Ab-Soul-თან, Jay Rock-თან და Schoolboy Q-სთან ერთად.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Brockhampton-მა Coachella-ზე უკანასკნელი ალბომი დააანონსა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ფოტოები 2022 წლის Coachella-დან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
მეტი