ნახეთ: ფოტოები 2022 წლის Coachella-დან

ფოტო: Kevin Mazur/GI for ABA

პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, მუსიკალური ფესტივალი კალიფორნიაში მდებარე კოლორადოს უდაბნოში, ქალაქ ინდიოს სიახლოვეს არსებულ კოაჩელა ველის დაუბრუნდა. ღონისძიების პირველი ნაწილი 15, 16 და 17 აპრილს ჩატარდა.

ბრიტანელმა მომღერალმა, ჰარი სტაილზმა, რომელიც შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი გახლდათ, პარასკევს, კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე კანადელი მომღერალი, შენაია ტვეინი მიიწვია და ამ უკანასკნელის ჰიტი Man! I Feel Like a Woman შეასრულა.

“უნდა გავამხილო, რომ ბავშვობაში, როდესაც დედაჩემთან ერთად მანქანაში ვიჯექი, სწორედ ამ ქალმა დამაფიქრა მომღერლად გახდომაზე. მან ასევე მიმახვედრა, რომ კაცები ნაგვები არიან. შენაია, მადლიერი ვარ იმ მოგონებებისთვის, რაც დედასთან ერთად ყოფნისას მაჩუქე”, – მიმართა სტაილზმა ტვეინს. “სიტყვები არ მყოფნის. როდესაც ამ სიმღერას ვწერდი, შენ ბავშვი იყავი. ძალიან სიურრეალისტურია, თითქოს სიზმარია, რომ აქ ვდგავარ შენთან ერთად”, – უპასუხა შენაიამ 28 წლის შემსრულებელს.

ბილი აილიში კი შაბათს ყველაზე ახალგაზრდა ჰედლაინერი გახდა, რომელიც “კოაჩელას” სცენაზე წარდგა. “ალბათ, მე არ უნდა ვყოფილიყავი ამ ღონისძიების ჰედლაინერი, მაგრამ უზომოდ მადლიერი ვარ, რომ აქ ვარ”, – თქვა 20 წლის მუსიკოსმა.

ხოლო კვირა საღამოს უდაბნოში შეკრებილების წინაშე The Weeknd და Swedish House Mafia გამოვიდნენ. მათ ასევე სცენაზე კოლაბორაციული ტრეკი Moth to a Flame შეასრულეს.


Billie Eilish & Khalid

ბილი აილიში და ქალიდი 16 აპრილს კალიფორნიაში, ქალაქ ინდიოში Coachella-ს სცენაზე პერფორმანსით წარდგნენ.

ფოტო: Kevin Mazur/GI for ABA

Diplo & Anitta

ამერიკელი დიჯეი დიპლო და ბრაზილიელი მომღერალი ანიტა მუსიკალური ფესტივალის კულისებში კამერებმა აღბეჭდეს.

ფოტო: Rich Fury/GI for Coachella

Megan Thee Stallion

ცნობილი ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Megan Thee Stallion ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის სცენაზე პერფორმანსით წარდგა.

ფოტო: Kevin Mazur/GI for Coachella

Becky G & Karol G

ამერიკელმა არტისტმა, ბექი ჯიმ და კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ქეროლ ჯიმ ფესტივალის მაყურებლების წინაშე ერთად იმღერეს.

ფოტო: Kevin Mazur/GI for Coachella

21 Savage & Post Malone

ატლანტელმა რეპერმა 21 Savage და ნიუ იორკელმა მომღერალმა, ფოსთ მელოუნმა ერთობლივი პერფორმანსი ღონისძიების მეორე დღეს, 16 აპრილს გამართეს.

ფოტო: Matt Winkelmeyer/GI for Coachella

Conan Gray

ამერიკელმა მომღერალმა, ქონან გრეიმ ღონისძიების ფარგლებში კონცერტი 16 აპრილს დღისით ჩაატარა.

ფოტო: Kevin Winter/GI for Coachella

Japanese Breakfast

ექსპერიმენტული პოპ პროექტის Japanese Breakfast-ის დამაარსებელმა, მიშელ ზაუნერმა ფესტივალის სცენაზე შაბათს დაუკრა.

ფოტო: Rich Fury/GI for Coachella

Brockhampton

ღონისძიების ფარგლებში მაყურებლებს შოუ შესთავაზა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა “ბროქჰემფთონმაც”, რომელიც წელს უკანასკნელ ალბომს გამოუშვებს. “ყველაფერი კარგი უნდა დასრულდეს”, – ეწერათ მათ ქურთუკზე.

ფოტო: Matt Winkelmeyer/GI for Coachella

Omar Apollo

24 წლის ამერიკელი მომღერალი და სონგრაითერი, ომარ აპოლო “კოაჩელას” სტუმრების წინაშე ღონისძიების პირველ დღეს გამოვიდა.

ფოტო: Frazer Harrison/GI for Coachella

Tyga & Doja Cat

ამერიკელმა მუსიკოსებმა, თაიგამ და დოჟა ქეთმა მაყურებლებს პერფორმანსი კვირას, 17 აპრილს შესთავაზეს.

ფოტო: Kevin Mazur/GI for Coachella

Ari Lennox

ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, არი ლენოქსმა “კოაჩელას” სცენაზე ღონისძიების გახსნის დღეს იმღერა.

ფოტო: Kevin Winter/GI for Coachella

Lil Baby

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ლილ ბეიბი ფესტივალის სცენაზე ასევე ღონისძიების პირველ დღეს, 15 აპრილს წარდგა.

ფოტო: Kevin Mazur/GI for Coachella

Justin Bieber & Daniel Caesar

“კოაჩელაზე” მსმენელს პერფორმანსი ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯასტინ ბიბერმა და კანადელმა მომღერალმა, დენიელ ცეზარმაც შესთავაზეს.

ფოტო: Kevin Mazur/GI for Coachella

YG & Big Sean

ღონისძიების მონაწილე რეპერებს შორის მაყურებელმა ასევე ვაიჯი და ბიგ შონი იხილა.

ფოტო: Frazer Harrison/GI for Coachella

Phoebe Bridgers

კალიფორნიელი ინდი ფოლკ არტისტი, ფიბი ბრიჯერსი 15 აპრილს აგრეთვე გახლდათ ფესტივალ “კოაჩელას” სტუმარი.

ფოტო: Frazer Harrison/GI for Coachella

Shania Twain & Harry Styles

ჰარი სტაილზი 15 აპრილს ღონისძიების ჰედლაინერი გახლდათ. თავის კომპოზიციებთან ერთად მან კანადელი შენაია ტვეინის ნამუშევრებიც შეასრულა.

ფოტო: Kevin Mazur/GI for ABA

Swedish House Mafia

სუპერჯგუფ Swedish House Mafia-ს წევრები: სტივ ანჯელო, აქსველი და სებასტიან ინგროსო “კოაჩელას” ჰედლაინერები 17 აპრილს უიქენდთან ერთად გახლდნენ.

ფოტო: Kevin Mazur/GI for ABA

The Weeknd

ღონისძიების ჰედლაინერად კანადელი პოპვარსკვლავი, უიქენდი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რეპერმა ქანიე ვესთმა კონცერტის გამართვაზე უარი თქვა.

ფოტო: Kevin Mazur/GI for ABA
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქენდრიქ ლამარი ახალ ალბომს 13 მაისს გამოუშვებს

შემდეგი სტატია

Lil Baby მე-12 არტისტია, რომელიც Billboard Hot 100-ში ასი ტრეკით მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია.  8 მარტს…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

2024 წელს წინანდლის მამულის ამფითეატრში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციული ღონისძიება, „ევროპაკონცერტი” გაიმართება.  პოლ მაკარტნიმ დაკარგული გიტარა იპოვა  თამადამ…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

8 მარტს Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” – ნიკ უესტს უმასპინძლებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მებო ნუცუბიძემ ახალი სიმღერა…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ჯონი მიტჩელი პირველად იმღერებს გრემის დაჯილდოებაზე არიზის ცნობილ ჯაზ-კლუბში საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, Berklee College of…
მეტი